"შმაგი არს სიგიჟით თავსაც თვისა ავნებდეს და სხვათაცა მავნებელ ექმნებოდეს" - რა ფორმით მოუწოდებს პრეზიდენტი მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ? - კვირის პალიტრა

"შმაგი არს სიგიჟით თავსაც თვისა ავნებდეს და სხვათაცა მავნებელ ექმნებოდეს" - რა ფორმით მოუწოდებს პრეზიდენტი მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ?

საქართველოს პრეზიდენტი მოქალაქეებს სახლში დარჩენისა და წიგნების კითხვისკენ მოუწოდებს. "ფეისბუკის" პირად გვერდზე სალომე ზურაბიშვილი სულხან საბა ორბელიანის მიერ სიტყვა გიჟის განმარტებას აქვეყნებს და პოსტის დასასრულს აღნიშნავს, რომ მდიდარი ენა და ბევრი წასაკითხი გვაქვს:

"საგიჟენი განიყოფებიან ათერთმეტად: შმაგად, ხელად, სულელად, ცოფად, ნაღვლიანად, რეგვნად, ტეტერად, შლეგად, შტერად, ფეთიანად, შეთიანად. შმაგი არს სიგიჟით თავსაც თვისა ავნებდეს და სხვათაცა მავნებელ ექმნებოდეს;

ხელი არს, რომელი უცნობათ გარბოდეს, არცათა თვით იგვემებოდეს და არცა სხვათა ავნებდეს;

სულელი არს , რომელი არცა სრულიად ცნობა მიიღებულ იყოს და არცა სასარგებლო ჰქმნას რამე;

ცოფი არს გონება და ცნობა მოძარცული;

ნაღვლიანი არს, ოდესმე ცნობას იყოს და ოდესმე უცნობობასა;

რეგვენი არს, რომლელსაც სიბრძნე აკლდეს და მცირედ ხელურს იქმოდეს;

ტეტერი არს, რომელსა სიბრძნე არა აკლდეს, არამედ ხელურს რასმე იქმოდეს;

შლეგი არს არა ხელი, არცა ცნობა მიღებული, არამედ დაუცადებელად თავ-გაწირვით განუსვენებელი;

შტერი არს ფრიადისა აღორთქლებათა შინაგან ნივთთა მიერ საგრძნობელთა ორღანო მიღებული და საქმის ვერ კეთილად მქნელი;

ფეთიანი არს ღამით საოცართა დაფეთებათა მიერ მცირეს ხანს ცნობა მიღებული;

შეთიანი არს სნეული, რომელი ხელურად იქცეოდეს და ჩქარა დწვეს და წამოდგესუგუანად უბნობდეს."(საბა-სულხან ორბელიანი)

მდიდარი ენა .... #დარჩისახლში #ბევრიწასაკითხია", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.