"გინდ სატელევიზიო არხების საშუალებით მიგიმართავს ხელისუფლებისთვის, გინდა ფანჯრიდან დაგიყვირია,7-ჯერ გავიმეორეთ,რომ მზად ვართ, თანხა გადავრიცხოთ" - კვირის პალიტრა

"გინდ სატელევიზიო არხების საშუალებით მიგიმართავს ხელისუფლებისთვის, გინდა ფანჯრიდან დაგიყვირია,7-ჯერ გავიმეორეთ,რომ მზად ვართ, თანხა გადავრიცხოთ"

ხანდახან შთაბეჭდილება მაქვს, რომ გინდა სატელევიზიო არხების საშუალებით მიგიმართავს ხელისუფლებისთვის, გინდა ფანჯრიდან დაგიყვირია, 7-ჯერ გავიმეორეთ ბრიფინგზე, კომენტარებში, ჩართვებში, რომ მზად ვართ თანხა გადავრიცხოთ , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ერთადერთი პირობა იმისთვის, რომ კორონავირუსის ბრძოლის ფონდში თანხა გადაირიცხოს არის ის, რომ ეს განახორციელოს უკრაინულმა ავიაკომპანიამ.

„მზად ვართ გადავრიცხოთ თანხა, რომელიც საკმარისია 5 რეისის ორგანიზებისთვის, იმისათვის, რომ ბორტზე საკვები და წყალი იყოს; იმისთვის, რომ იყოს ბორტზე მინიმუმ 200 პირბადე; იმისათვის, რომ დავაკმაყოფილოთ ავიაკომპანიის სხვა მოთხოვნები, რომელიც ეკიპაჟის საქართველოში ცხოვრებას შეეხება“, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

მისივე თქმით, ამ დრომდე ხელისუფლებას მათთან რაიმე კომუნიკაცია არ ჰქონია. ვაშაძე ხაზს უსვამს, რომ მზად არიან, ნებისმიერ დროს შეხვდნენ ამ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლებს და გადააბარონ ეს საქმე.

"სრული გულისტკივილით ვამბობ, რომ არავითარი კომუნიკაცია არავისთან არ გვქონია. გვაქვს ურთიერთობა მეგაფონით. ჩვენ ჩავატარებთ ბრიფინგს, ვეუბნებით, რომ მზად ვართ, შემდეგ ირიბად გვპასუხობენ. დაემატა ორი რეისი რომელიღაც ევროპის ქალაქიდან. იმ ორ რეისზე 199 ევრო ღირს ბილეთი, მაგრამ ამ ბილეთს ვერ იპოვი ჯერ ერთი და მერე, რა ფასად იყიდება, ამ დეტალებში შესვლა არ მინდა, რადგან "ნაციონალურ მოძრაობაში" ზარების ნიაღვარი შემოდის ამაზე.

ჩვენი შეთავაზების მთავარი თემა იყო, რომ როცა კი გვიბრძანებთ, მზად ვართ შეგხვდეთ, დავჯდეთ, გადმოგაბარებთ ამას ყველაფერს, თქვენ თვითონ გააკეთეთ, პოლიტიკურ ქულებს არავინ დაიწერს, საქართველოს მოქალაქეც, მტერიც და მოყვარეც დაინახავს, რომ პოლიტიკური ბარიერის ორივე მხარეს პასუხისმგებელი ხალხია, რომელსაც ესმის თავის ვალდებულებები საქართველოს მოქალაქის და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. მეტი რა ვქნათ? უზარმაზარი გამოცდილების ჟურნალისტი ბრძანდებით, ხომ ამჩნევთ, კატეგორიულად გვაქვს შეკავებული თავი ყველანაირი კრიტიკისგან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ვართ ომში. ომის დროს ხელისუფლებასთან ჭიდილი, კინკლაობა, პოლიტიკური დავა და გარჩევები საშინელებაა“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"