ადიგენის მუნიციპალიტეტის მერსა და მის მოადგილეებს ხელფასი გაეზარდათ - კვირის პალიტრა

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერსა და მის მოადგილეებს ხელფასი გაეზარდათ

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერსა და მის მოადგილეებს ხელფასი გაეზარდათ. მერის ხელფასი, რომელიც 2650 ლარს შეადგენდა, ახალი დადგენილებით 3070 ლარი იქნება.

მერის პირველი მოადგილე 1700 ლარის ნაცვლად, 1980 ლარს აიღებს, ხოლო მერის მოადგილე 1500 ლარის ნაცვლად 1700 ლარს.

შესაბამისი ცვლილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის დადგენილებაში შევიდა და გამოქვეყნებისთანავე უკვე ძალაშია.

რაც შეეხება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურში დასაქმებულებს, ხელფასი უფროს სპეციალისტებსაც გაეზარდათ და ისინი 600 ლარის ნაცვლად, 700 ლარს აიღებენ.

"ინტერპრესნიუსი"