კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი ლარი გადარიცხა - კვირის პალიტრა

კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი ლარი გადარიცხა

კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100-მილიონიანი შემოწირულობა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა stopcov.ge ფონდისთვის გამოყოფილი თანხა ფონდ "ქართუში"გადარიცხა, "ქართუმ" კი თავის მხრივ - stopcov.ge ფონდში.

ფონდში stopcov.ge 100 მილიონი ლარი გუშინ გადაირიცხა.

ამ დროისთვის ფონდში მობილიზებული თანხის რაოდენობა 124 543 899 ლარს შეადგენს.