გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა? - პრემიერ-მინისტრის კომენტარი - კვირის პალიტრა

გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა? - პრემიერ-მინისტრის კომენტარი

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს. "ყველაფერი შესაძლებელია", - ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტების შესაბამის კითხვას.

ამასთან, გახარიას განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის კიდევ უფრო გამკაცრება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე.

"ყველაფერი შესაძლებელია. ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე, მის დამძიმებაზე ან პირიქით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი ამოცნაა ადამიანების ჯანმრთელობა," - განაცხადა გახარაიამ.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავრობა ვითარებას აკვირდება და შესაძლოა, ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება არა ცალკეულ რეგიონებს, არამედ მთელ ქვეყანას შეეხოს.

"ჩვენ ველოდებით ჯერ საბოლოო ტესტირებების შედეგებს ლენტეხის კლასტერიდან. თუმცა, უკვე ისიც უნდა შევამჩნიოთ, რომ ქვეყანაში რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება. ეს გასათვალისწინებელია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ გადაწვეტილება ქვეყნის მასშტაბით გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში იმიტომ, რომ ქობულეთში არის საკმაოდ სერიოზული კლასტერი, სერიოზული კლასტერია მარნეული და ბოლნისი, ახლა ლენტეხი გაჩნდა, ასევე რამდენიმე შემთხვევაა სამეგრელოში, ბათუმში. ვნახოთ, რა შედეგები გვექნება დღის ბოლოსთვის", - განაცხადა გორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო