"ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა" - რას ამბობს გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილზე - კვირის პალიტრა

"ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა" - რას ამბობს გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილზე

ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, ადამიანის სახით, რომელიც იქ, სადაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს, გვეხმარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100-მილიონიანი შემოწირულობის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული თანხა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.

"ეს თანხები, რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე და კოვიდ-19-ის წინაღმდეგ საბრძოლველად. უნდა გვესმოდეს, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით - ჯანმრთელობის და ეკონომიკის ფრონტზე და ყველა ის რესურსი, რომელიც იქნება მობილიზებული, მოხმარდება ამ მიზნის მიღწევას.

"ქართუ" და ბიძინა ივანიშვილი წლებია უკვე მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა ქვეყანაში და ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, ადამიანის სახით, საქართველოს მოქალაქის სახით, რომელიც იქ, სადაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს და დახმარება სჭირდება, ეს ადამიანი და მთელი ფონდი გვეხმარება, ყველგან იქ, სადაც სახელმწიფოს უჭირს და ეს არის უაღრესად დასაფასებელი. საზოგადოება ხედავს როგორ მუშაობს ეს დაზღვევა რეალუურ ცხოვრებში და არა პოლიტიკური კეკლუცობის ნაწილში",- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100-მილიონიანი შემოწირულობა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა შტოპცოვ ფონდისთვის გამოყოფილი თანხა ფონდ "ქართუში"გადარიცხა, "ქართუმ" კი თავის მხრივ - შტოპცოვ ფონდში.

იხილეთ ვიდეო