აფხაზეთში, რუსულ სამხედრო ბაზაზე საველე ჰოსპიტალი ეწყობა - კვირის პალიტრა

აფხაზეთში, რუსულ სამხედრო ბაზაზე საველე ჰოსპიტალი ეწყობა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე საველე ჰოსპიტალი ეწყობა. ჰოსპიტალი 200-ზე მეტი პაციენტის მიღებას შეძლებს.

"რესპუბლიკის სამხრეთ ოლქში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე ეწყობა საველე ჰოსპიტალი, რომელიც 200-ზე მეტ პაციენტზეა გათვლილი. ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით და აპარატურით, მათ შორის სასუნთქი აპარატებით",-ნათქვამია რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის განცხადებაში.

ცნობისთვის, აფხაზეთში ამ დროისთვის კორონავირუსის ორი შემთხვევაა დადასტურებული.

"ინტერპრესნიუსი"