"ამ პირბადის გაკეთებას ისევ ის ჯობია, ერთი ბინტი იყიდო და თავზე დაიხვიო" - რას წერს საქართველოში წარმოებულ პირბადეებზე ნიკა მელია? - კვირის პალიტრა

"ამ პირბადის გაკეთებას ისევ ის ჯობია, ერთი ბინტი იყიდო და თავზე დაიხვიო" - რას წერს საქართველოში წარმოებულ პირბადეებზე ნიკა მელია?

საქართველოში პირბადეების წარმოება დაიწყეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცახდებით სააფთიაქო ქსელში საქართველოში წარმოებული პირბადე 50 თეთრად გაიყიდება.

"სახელმწიფოს ერთი პირბადის დამზადება 1 ლარზე მეტი უჯდება, თუმცა ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ თითო ცალი პირბადე აფთიაქებში გაიყიდება 50 თეთრად. ეს არის სუბსიდირებული ფასი, სახელმწიფო მოახდენს სუბსიდირებას და პრაქტიკულად ნახევარი თვითღირებულებით - 50

თეთრად იქნება ეს პირბადეები ხელმისაწვდომი", - განაცხადა თურნავამ.

საქართველოსი წარმოებული პირნადეების მიმართ საზოგადოების აზრი არაერთგვარონია, კრიტიკოსების დიდი ნაწილი პირბადეს ვიზუალს უწუნებს. მათ შორის არის  "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. რომელმაც სოციალურ ქსელში აღნიშნულ საკითხზე პოსტი დაწერა:

"ამ პირბადის გაკეთებას ისევ ის ჯობია, ერთი ბინტი იყიდო და თავზე დაიხვიო, სტერილური მაინც იქნება. საინტერესოა, თვითონ მინისტრები, პარლამენტარები, გუბერნატორები სხვადასხვა ბრენდის, სტილისა და ფერის პირბადეებით რომ ჩანან ეკრანებზე, ამ ნაფლეთს გაიკეთებენ?" - წერს ნიკა მელია

ინფორმაციისთვის, სააფთიაქო ქსელებში ქართული წარმოების პირბადეები გასაყიდად უკვე შევიდა.

"ეს პირბადეები ჩვენგან არის შემოწმებული და ვამბობთ, რომ ეს არის მრავალჯერადი გამოყენების, "შავი ჭირის" დროს გამოიყენებოდა"

წყარო