"საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები ზოგჯერ აგრესიულია" - კვირის პალიტრა

"საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები ზოგჯერ აგრესიულია"

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები ზოგჯერ აგრესიულია, რაც ხელს უშლის საზოგადოების სწორი განწყობების ჩამოყალიბებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სალომე ზურაბიშვილის მიერ ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა 20 ივნისს რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა გააკრიტიკა.

"მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ? რას ნიშნავს? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყნის შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე 2019 წლის 20ივნისს.