ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერობა შესთავაზა? - რას წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერობა შესთავაზა? - რას წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მას ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ჩემთვის დიდი პატივია მივიღო პრეზიდენტ ზელენსკის შემოთავაზება, გავხდე უკრაინის ვიცე პრემიერი რეფორმების კუთხით. ასევე მქონდა საკმაოდ ნაყოფიერი და სასარგებლო საუბარი პრემიერ-მინისტ შმიგალთან, რა დროსაც დეტალურად განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც ჩემს მთავრობაში მუშაობას ეხება.

პრეზიდენტ ზელენსკის მხარს ვუჭერდი არჩევნების დროს და ახლაც და დიდ იმედებს ვამყარებ. ამ შემოთავაზებას და ჩემს გადაწყვეტილებას დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები, რადგან დღეს ქვეყანაში რთული ვითარებაა. წინ ქვეყანაში რთული ეკონომიკური პერიოდი გველოდება..." - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე. (წყარო)