ვანო მერაბიშვილი: "2007 წლს 7 ნოემბრის აქციების ორგანიზატორების ნაწილი მოქმედებდა რუსეთის დახმარებით" - კვირის პალიტრა

ვანო მერაბიშვილი: "2007 წლს 7 ნოემბრის აქციების ორგანიზატორების ნაწილი მოქმედებდა რუსეთის დახმარებით"

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა "მთავარი არხის" ეთერში მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების განხილვისას განაცხადა:

"ეს არის კომპლექსური საკითხი, 7 ნოემბერი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ეს არის ხალხის მასობრივი გამოსვლები, ბლოკირება გზის, პარლამენტის ტერიტორიის, შედეგ ამ მიტინგის დაშლა, იმედის ინციდენტი და ა.შ. ის ფაქტი, რომ ამ საქმეში იყვნენ ერთის მხრივ, მიტინგზე სრულიად გულწრფელად გამოსული ხალხი, მათ არ მოსწონდათ ბევრი რამ რასაც ჩვენ ვაკეთებდით, იყო პროტესტით განწყობილი პატიოსანი ადამიანები, რომლებლსაც უნდოდათ დემოკრატია, ხელისუფლების ცვლილება. და მეორე - ორგანიზატორების ნაწილი, რომელიც მოქმედებდა რუსეთის დახმარებით".

"რუსი ოლიგარქისმ ბადრი პატარკაციშვილის ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების ლოკალიზება მოხდა. ეს იყო პირველი შემთხვევა და იყო დაბნეულობაც. შემდეგ დაშვებული შეცდომები იყო თუ არა ამ დაბნეულობის გამო. შეხვიდოდით თუ არა "იმედში", ეს დაბნეულობა რომ არ ყოფილიყო?" - ნიკა გვარამიას, რომელიც იმხანად გენპროკურორის მოადგლე გახლდათ, ამ კითხვაზე მერაბიშვილმა უპასუხა:

"რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ეს არ მომხდარიყო და ამის გარეშე მომხდარიყო ლოკალიზება. ჩვენ როცა გავაცნობიერეთ, რომ ეს იყო სერიოზული პრობლემა, მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის გადადგა თანამდებობიდან. რეალურად რეფერენდუმი ჩაატარა ხალხის ნდობაში. რეალურად სააკაშილი კი არა, მთავრობა გადადგა. ეს იყო ცუდი, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, იმის გამო, რომ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც უნდა გამოსულიყო - მთავარია "იმედში" შესვლა. მთავარი მონაპოვარი, რაც არის დამოუკიდებელი მედია - ამ პრინციპს ძალიან დიდი მოფრთხილება უნდა. ტელევიზიაში შესვლის პრეცედენტი, იყო სერიოზული პრობლემა ხელისუფლებისთვის. მე არ ვამბობ, რომ იყო შეცდომა - ეს იყო პრობლემა. სამწუხაროდ ეს მოხდა, რადგან პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დარტყმის ქვეშ დააყენა "იმედი". ჩვენც იძულებული გავხდით, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა".