"თუ ჰგონიათ უკრაინაში, რომ გახარია ვერ გაბედავს იმას, რაც ვერ გაბედეს მისმა წინამორბედებმა სააკაშვილის გუბერნატორად დაინიშნისას, ძალიან ცდებიან" - კვირის პალიტრა

"თუ ჰგონიათ უკრაინაში, რომ გახარია ვერ გაბედავს იმას, რაც ვერ გაბედეს მისმა წინამორბედებმა სააკაშვილის გუბერნატორად დაინიშნისას, ძალიან ცდებიან"

ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივა წარედგინა ვიცე-პრემიერად საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი. ამ საკითხს ოფიციალური თბილისი ძალიან მწვავედ გამოეხმაურა... მოგეხსნებათ, მისი დანიშვნის საკითხი უკრაინის უმაღლესმა რადამ 30 აპრილს უნდა განიხილოს. "საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ. გთავაზობთ ამონრიდს ინტერვიუდან:

სანდრო თვალჭრელიძე:

- ჩვენიდან კიდევ უფრო მწვავე და მკაცრი განცხადებების გაკეთებაც შეიძლებოდა. ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფოა საქართველო და უნდა დასრულდეს ეს ლაფის შესხმა. არ მესმის, საქართველოს ერთი ყოფილი მოქალაქე უკრაინას ერთადერთი სტრატეგიული მეგობრის დაკარგვად უღირს? საერთაშორისო სარბიელს გადახედონ - ერთადერთი სახელმწიფო ვართ, რომელიც მუდმივად მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ. თუ ჰგონიათ უკრაინაში, რომ გახარია ვერ გაბედავს იმას, რაც ვერ გაბედეს მისმა წინამორბედებმა, როცა ოდესის გუბერნატორად დაინიშნა სააკაშვილი, ძალიან ცდებიან. თავის დროზე საქართველოდან დიდი ფული გადიოდა ლობისტებისთვის. ვეჭვობ, ახლაც იმ ფულის წყალობით ლობირებს ზოგიერთი ძალა სააკაშვილს და უკრაინაზე ზეწოლას ახდენენ. თუ სააკაშვილი მართლაც დანიშნეს, ვფიქრობ, ასეთი სილის გაწვნა ჩვენმა სახელმწიფომ აღარ უნდა მოითმინოს. ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ თუ მართლა დანიშნავს სააკაშვილს, იგივე ელის, რაც დაემართა პოროშენკოს - სააკაშვილი სულ რაღაც 6 თვეში პოროშენკოს მტრად იქცა. მალე ზელენსკიც იძულებული გახდება სააკაშვილი სამსახურიდან გაუშვას. მეტიც, შეიძლება ქვეყნიდან მისი გაძევებაც დასჭირდეს. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "მეფე-მზის" დაბრუნება - ვლადიმირ ზელენსკის ნაპრეზიდენტალ-ნაგუბერნატორალის იმედი აქვს?!