"მერაბიშვილმა მძიმე შეცდომები დაუშვა, არ ვიცი, გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ რა ძალამ გააჩერა კაბინეტში" - კვირის პალიტრა

"მერაბიშვილმა მძიმე შეცდომები დაუშვა, არ ვიცი, გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ რა ძალამ გააჩერა კაბინეტში"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ "რუსთავი 2" -ის ეთერში ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მერაბიშვილს აქვს ამ ნაბიჯის გადადგმის უფლება, თუმცა მას მიანიჭებს თუ არა ლეგიტიმაციას ხალხი, ეს არჩევნებზე გადაწყდება. კითხვაზე, იქნება თუ არა მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში, მელიამ უპასუხა, რომ არაფერია ჯერ გადაწყვეტილი და იქვე დასძინა:

"ნაციონალური მოძრაობა ბოლო 8 წლის განმავლობაში ფუნდამენტურად შეიცვალა. მიდგომებით, შეხედულებებით "ნაციონალური მოძრაობა" განახლებულია, მან საკუთარ თავში იპოვა განახლების ძალა... რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მან მძიმე შეცდომები დაუშვა, მთავარი კი ის იყო, რომ არ გადადგა გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, ამას ახსნა არ აქვს, არ ვიცი, ვერ გავიგებ, რა ძალამ გააჩერა კაბინეტში"

იხილეთ ასევე: "ახლა მიჭირს ამაზე საუბარი..." - რას აცხადებს მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე?