"რუსეთი აფხაზეთს, როგორც "საიდუმლო ოთახს" ისე იყენებს, ახლაც ყირიმიდან საიდუმლო ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი შეიტანა"
"რუსეთი აფხაზეთს, როგორც "საიდუმლო ოთახს" ისე იყენებს, ახლაც ყირიმიდან საიდუმლო ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი შეიტანა"
ფოტო:ოკუპანტი რუსეთის სამხედრო ბაზა გუდაუთაში
"ბჟანია-ანქვაბის გუნდი რუსეთთან დამოკიდებულებაში ხაჯიმბას პოლიტიკას არ შეცვლის, მაგრამ ქართულ მხარესთან ურთიერთობა უთუოდ შეიცვლება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთისგან წამოვლენ"

კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისის კვალდაკვალ ოკუპირებულ აფხაზეთში არაერთი პრობლემა იჩენს თავს. რაც მთავარია, მისი "სტრატეგიული მოკავშირე" რუსეთი მოდუნების უფლებას არ აძლევს - ამჯერად ოკუპირებულ რეგიონში "საიდუმლო ოთახი" მოაწყო, სადაც მსოფლიოს ანექსირებული ყირიმიდან წამოღებულ ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს უმალავს. აფხაზური წყაროების ცნობით, ისინი უკვე განათავსეს გუდაუთის სამხედრო ბაზაში. იმავდროულად, სოჭის
მხარეს საქართველომ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების წყალობით არცთუ მცირე ტერიტორია დაკარგა... შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას არც აქვს იმედი, რომ ე.წ. ახალი ხელმძღვანელობა რამეს სასიკეთოდ შეცვლის.

რაც შეეხება აფხაზეთში ახალ პოლიტიკურ გუნდს, როგორც მოსალოდნელი იყო, აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ალექსანდრე ანქვაბი დაინიშნა. ცნობილია მთავრობის სხვა წევრების ვინაობაც. ადგილობრივების თქმით,
"აფხაზეთის ახალ ხელისუფლებაში მრავლად არიან ძველი და გავლენიანი მაფიოზები", რომლებიც შეზღუდვებით უკმაყოფილონი არიან და პირდაპირ თუ ირიბად ძალ-ღონეს არ იშურებენ მათ გასაუქმებლად. ყველა "ახალი" მაღალჩინოსანი, მათ შორის, თავად ასლან ბჟანიაც, ანქვაბის კადრია. ამიტომ ამბობენ, აფხაზები, რომ ხელისუფლებაში ისევ ალექსანდრე ანქვაბი დაბრუნდა...

ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი­ აფხაზეთში მიმდინარე პრო­ცესებზე გვესაუბრება:

- აფხაზეთში ე.წ. ახალი ხელმძღვანელობის მოსვლას კორონავირუსის გავრცელება დაემთხვა და ამით, პრაქტიკულად, მოსახლეობისთვის ირიბად უკვე ნათქვამია, სასიკეთო ცვლილებების იმედი არ უნდა გქონდეთო. საერთოდ, ასეთ დროს შექმნილი პრობლემები ხელს აძლევს როგორც ლეგიტიმურ, ასევე არალეგიტიმურ ხელისუფლებებს კრიზისის სათავისოდ გამოსაყენებლად. მით უფრო, ახალი "ხელმძღვანელობა" ყველაფერს ძველს გადააბრალებს და იტყვის, ეს ის განსაკუთრებული შემთხვევაა, როდესაც ბევრი რამ ჩვენზე არ არის დამოკიდებულიო. არც რუსეთის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ. იქ უმძიმესი ვითარებაა, ჯერ კიდევ არ არის პანდემიის პიკი, ასობით ადამიანი იღუპება, ამას ემატება ნავთობის ფასის კატასტროფულად დაცემა, რაც რუსეთის ეკონომიკას, ასევე პუტინისა და მისი მმართველი გუნდის ავტორიტეტს უმძიმეს დარტყმას აყენებს. ასე რომ, მათ ახლა არ სცალიათ აფხაზეთისთვის. მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ რუსი ტურისტების ჩამოსვლაზე იზრუნონ, ყველა შეზღუდვა მოხსნან, რათა მეტი დაინტერესება იყოს, შეღავათები დააწესონ, რომ რუსეთიდან იქ წავიდნენ, სადაც უფრო იაფ მომსახურებას შესთავაზებენ. ახლა ყველგან გაჭირვებაა, საბერძნეთსა თუ თურქეთშიც კორონავირუსს ებრძვიან და იქაც დაბალი ფასები იქნება. ამიტომაც აფხაზეთი ტურისტებს ვერ შესთავაზებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მსგავს მომსახურებას. ერთი სიტყვით, აფხაზეთს უმძიმესი კრიზისის წელიწადი ექნება.

- ამას ემატება კორონავირუსის გამო შექმნილი პრობლემები. მოსახლეობა ამბობს, რომ ახალი "ხელმძღვანელობა" რუსეთს ჰბაძავს და ექიმები ყველას პნევმონიის დიაგნოზს უსვამენ, არადა, შესაძლოა პაციენტს კორონავირუსი ჰქონდეს.
- კარგად ვიცნობ აფხაზურ სამედიცინო სისტემას, ინფრასტრუქტურას... ღმერთმა ნუ ქნას, იქ მასშტაბურად გავრცელდეს კორონავირუსი. ვფიქრობ, დროულად ჩაკეტეს "საზღვრები" და ამით მძიმე ვითარებას გადაურჩნენ. ყველაზე მძიმე პერიოდი 22 მარტამდე ჰქონდათ, შემდეგ, დე ფაქტო არჩევნები, როდესაც უსაფრთხოების წესებს არავინ იცავდა, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ვირუსი მასობრივად შესული და ამიტომ გადარჩნენ. ამასთან, არც საკურორტო სეზონი იყო და არც რელიგიურ ცხოვრებაზე იკლავენ თავს. აგრარულ ბაზარს თუ არ ჩავთვლით, მაინც მსუბუქად გამოდიან. თუ რამეს მალავენ, აფხაზეთი პატარა რეგიონია და ხვალ-ზეგ ეს მაინც გაირკვევა. იქ სამედიცინო მუშაობის შემოწმების სხვა შესაძლებლობა არ არსებობს...

სურსათის დეფიციტიც შეექმნებათ, რუსეთთან საზღვარი ჩაკეტილია, ჩვენი მხრიდანაც, არადა, აქედანაც მიჰქონდათ პროდუქტი. თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, მაშინ კრიზისი გარდაუვალია, ისევე როგორც ეს ცხინვალის რეგიონშია. აფხაზეთში ყველა შიშობს, რომ ხვალ-ზეგ კრიზისი იქაც დადგება.


- ე.წ. პრემიერ-მინისტრ ანქვაბის ახალ გუნდზეც გკითხავთ, რომელსაც აფხაზები ირონიით "ძველი მაფიოზების ახალ კლანს" უწოდებენ. როგორ შეაფასებთ მას?
- ანქვაბი 2014 წელს პოლიტიკური ცვლილებების გამო რევანშს იღებს, ხაჯიმბას პოლიტიკამ არ გაამართლა და მაინც ჩემსას გავაკეთებო.
ასლან ბჟანია
ანქვაბი-ბჟანიას გუნდი რუსეთთან დამოკიდებულებაში ხაჯიმბას პოლიტიკას არ შეცვლის, მაგრამ ქართულ მხარესთან ურთიერთობა უთუოდ შეიცვლება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთისგან წამოვლენ, მასთან დარჩებიან, მაგრამ ქართულ მხარესთან პოზიციას გაამყარებენ - არ ჩაკეტავენ და არ ჩაანგრევენ ქართულ-აფხაზურ ხიდებს, პირიქით, ერთ-ორ თვეში პირველი ნიშნები იქნება - გალის რაიონში ვითარება შემსუბუქდება, მეტ ლოიალურობას გამოიჩენენ ქართველ მოსახლეობასთან. შესაძლოა ქართული სკოლები პირდაპირ არ აღადგინონ, მაგრამ ქართულ ენაზე სწავლებისთვის ეგზეკუციები და ქართველთმოძულე თემურ ნადარაიას სისასტიკე აღარ იქნება. ქართველებს გაუადვილდებათ მიმოსვლა, ასევე, მეტი ხელმისაწვდომობა ექნებათ ქონების საკუთრებაზე, განათლებაზე, საზოგადოდ, თანასწორი ცხოვრების პირობები ექნებათ. ამასობაში უკვე მოვა საქართველოში არჩევნების დღე და ქართულ-აფხაზური პოლიტიკური დიალოგის პერიოდიც მომწიფდება.

იმედია, ქართული მხარე მივა იმ აზრამდე, რომ რუსების გარდა, აფხაზებსაც უნდა ესაუბრონ და ისინი რუსეთის ყურმოჭრილ მონებად არ მიიჩნიონ.

მაგალითად, ისინი დღემდე მედგრად ეწინააღმდეგებიან უძრავი ქონების უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის გადაცემას, რადგან აცნობიერებენ, რომ ამ შემთხვევაში რუსიფიკაცია გარდაუვალია.

- ახლახან რუსეთმა აფხაზეთში კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფები გაგზავნა.
- ოკუპირებული აფხაზეთის ხელმძღვანელობამ აფხაზეთისკენ მიმავალი 13 სპეციალური ავტომობილისგან შემდგარი კოლონის შესახებ რუსული მედიისგან გაიგო. მათ შორის იყო სადეზინფექციო მობილური კომპლექსები და სამხედრო ტექნიკით აღჭურვილი ავტომანქანები. აფხაზი მოსახლეობა ამან აღაშფოთა, რადგან რუსეთი თავად უმძიმეს დღეშია ვირუსის გამო, მან აფხაზეთს საზღვარიც ჩაუკეტა და სამედიცინო დახმარებაზეც უარი უთხრა. რა სვლა გააკეთა რუსეთმა? მან მსოფლიოში კორონავირუსის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი გამოიყენა და ყირიმიდან სამხედრო ქვედანაყოფები შედარებით არალეგიტიმურ ტერიტორიაზე გადაიყვანა. მან დასავლეთს რაღაც საიდუმლო ჭარბი იარაღი დაუმალა, რომელიც ახლა აფხაზეთში გადმოიტანა.

არავითარი ჰუმანიტარული აქტი არ ყოფილა. არადა, ვითომ ეჭვების გასაფანტავად სოხუმის ქუჩებში ხეებიც შეწამლეს, რაც სრულიად არადამაჯერებელი იყო. ასე რომ, საქმე გვაქვს საიდუმლო სამხედრო ოპერაციასთან.
ოკუპანტი რუსეთის სამხედრო ბაზა გუდაუთაში
ცნობილია, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსიის შემდეგ უკრაინის შეიარაღების ნაწილიც მიითვისა, ანუ არსენალი გაუორმაგდა, მაგრამ რადგან საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ვალდებულებები აქვს, ამიტომ გამოიყენა აფხაზეთი როგორც "უკანონო, საიდუმლო ოთახი", სადაც რასაც უნდა, შეინახავს. ახლაც ასე მოიქცა - ყირიმიდან საიდუმლო ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი შეიტანა, რადგან იქ ვერავინ შეამოწმებს.

თავის მხრივ, ამ ძალიან მოულოდნელ და არასასიამოვნო ჟესტს "მოგუდული" აგრესიით შეხვდა აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა, რადგან მათ თავისი ეროვნული ინტერესები აქვთ, თუნდაც უძრავი ქონების ხელშეუხებლობა. ამიტომ იძულებული არიან რაღაცების ფასად ბევრი რამ დათმონ. რუსეთი მათ რაღაცებს უთმობს საიდუმლოს შენახვის ფასად.

- აფხაზები განიხილავენ რუსეთის მიერ სოჭთან "აფხაზეთისთვის მიწის ჩამოჭრის ფაქტსაც", რაზეც საქართველოს ხელისუფლებას კომენტარიც არ გაუკეთებია.
- რა მოხდა, ყველაფერი არ არის გამოაშკარავებული. ისე ჩანს, თითქოს რუსეთმა რაღაც ნაწილზე სამხედრო კონტროლი მოხსნა, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის რეგიონში, სოჭის ახლოს რუს ტურისტებს მიმოსვლა აღარ შეეზღუდებათ. აფხაზები თვლიან, რომ ეს მათი მიწაა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში რუსეთის ნაწილი იყო, რუსები აკონტროლებდნენ. მაგალითად, ახალციხის სამხედრო ბაზაში რიგითი მოქალაქე ვერ მოხვდებოდა, რადგან ჩაკეტილი ჰქონდათ. რუსები ახლაც დაახლოებით იმავეს ამტკიცებენ - სასაზღვრო ზონად გვქონდა გამოცხადებული და ახლა გავაუქმეთ, რათა ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდესო.

აფხაზეთის "ხელმძღვანელობა" დუმს, მაგრამ მოსახლეობა შფოთავს და ამბობს, რომ რუსეთი ტყუის.
ასეთ დროს საქართველოს სპეცსამსახურებმა უნდა იმუშაონ, რათა რუკებით დადასტურდეს, რომ მიწის ის ნაწილი საბჭოთა კავშირის დროს და მანამდეც საქართველოს რესპუბლიკას ეკუთვნოდა.

თენგო
15 მაისი 2020 14:31
აფსუა ელიტის დასაახლოებლათ გაკეთდა რამე დაქცეულ ქვეყანაში ჩინოვნიკები რომ მილიონრები ხდებიან იმ ქვეყნის საქმე დასასრულისკენ მიდის სამწუხაროდ
oto
15 მაისი 2020 12:09
მოაზროვნე აფხაზი აგარავინ დარცჰა სოხუმში?

რუბრიკის სხვა სიახლეები