"ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, ისე წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ზეადამიანია - ღმერთივით არსად და ყველგან არის" - კვირის პალიტრა

"ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, ისე წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ზეადამიანია - ღმერთივით არსად და ყველგან არის"

"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მთელი ამ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის განმავლობაში საზოგადოებასთან არ გამოჩენილა, თუ არ ჩავთვლით იმ შემოწირულობას, რაც მან კორონავირუსთან საბრძოლველად გაიღო და ამაზე მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ რით შეიძლება აიხსნას მისი დუმილი? ვნახეთ მისი ვაჟის გავრცელებული სახალისო ვიდეოც, რასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა:

- "ტიკ-ტოკის" ვიდეოზე დიდ ყურადღებას არ გავამახვილებდი - ბოლოს და ბოლოს, ყველა მამა-შვილი შეიძლება ასე გაეთამაშოს ერთმანეთს, მაგრამ ალბათ, დრო იყო ცუდად შერჩეული, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტური ძალაუფლების მქონედ აღიქმება და კრიზისის დროს დაზაფრული ხალხი მისგან სხვა რამეს ელოდება. სხვა საქმეა, რა მიმართულება აირჩია "ქართულმა ოცნებამ", რაც, ჩემი აზრით, შემაშფოთებელია. ჩვენ ვნახეთ "ქართული ოცნების" უსტარი, რომლითაც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, ისე წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ადამიანი, ის არის ზეადამიანი. მათ განცხადებებში რელიგიური მოტივებიც გაჩნდა - გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი ღმერთივით არსად და ყველგან არის. მოკლედ, საკრალიზაციის ტექნოლოგიას იყენებენ, რაც მეტისმეტად შემაშფოთებელია და სახიფათოა უპირველესად სწორედ ბიძინა ივანიშვილისთვის. იმედია, თვითონ ჯერ ისევ ესმის, რომ ჩვეულებრივი ადამიანი და მოკვდავია, თავისი ნაკლით და ღირსებით, მაგრამ თუ მასაც მოსწონს ეს "რელიგიური პოლიტტექნოლოგია", ცუდად ყოფილა საქმე. იხილეთ სრულად