სალომე ზურაბიშვილმა 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტის ერთი თვის საფასური დაუფინანსა - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილმა 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტის ერთი თვის საფასური დაუფინანსა

"სალომე ზურაბიშვილის ფონდმა" 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტის ერთი თვის საფასური სრულად, 12 792 ლარით დაუფინანსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს საქველმოქმედო პლატფორმის „ჩართე“ (www.charte.ge) საშუალებით დაეხმარა. მოსწავლეების უმეტესობა დევნილთა დასახლებებსა და კონფლიქტისპირა სოფლებში ცხოვრობს.

"აღნიშნული დახმარების გაწევისას, სალომე ზურაბიშვილის მიზანი, COVID-19 პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, შესაბამის ტექნოლოგიურ რესურსს მოკლებული მოსწავლეებისათვის ონლაინსაგანმანათლებლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისა და სხვადასხვა უნარების განვითარების ხელშეწყობაა.

მოსწავლეებს, ,,ჩართეს“ პლატფორმის საშუალებით, ასევე შეუძლიათ უფასოდ დაეუფლონ უცხო ენებს, სასკოლო და საგამოცდო მასალას, ლიტერატურას, მედიაწიგნიერებას, ფინანსურ განათლებას და ა.შ." , - ნათქვამია ინფორმაციაში.

"სალომე ზურაბიშვილის ფონდი" 2019 წლის 8 ნოემბერს დაფუძნდა.

"ინტერპრესნიუსი"