"რა დააშავა უკრაინამ? ქვეყანაში სამეფო კარის მასხარების კასტინგია!" - როგორ ეხამურება ხათუნა ხოფერია სააკაშვილის ახალ თანამდებობას? - კვირის პალიტრა

"რა დააშავა უკრაინამ? ქვეყანაში სამეფო კარის მასხარების კასტინგია!" - როგორ ეხამურება ხათუნა ხოფერია სააკაშვილის ახალ თანამდებობას?

პარლამენტის ყოფილი წევრია ხათუნა ხოფერია ვლადიმერ ზელენსკიმ მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას "ფეისბუკის" გვერდზე გამოეხმაურა:

"უკრაინის მწვანილოვან პრეზიდენტს კომპლექსები აწუხებს! იყო მასხარა - გახდა პრეზიდენტი! ეს ფაქტია, მაგრამ თავად პრეზიდენტმა ხომ იცის, რომ იგი ისევ მასხარაა... დიახ, საკუთარ თავს ვერ მოატყუებ!

გენრიხ მე-4-ს კარზე მყოფი მასხარა შიკო, ისტორიული ფიგურაა, მაგრამ მას გენრიხ მე-4 ყავდა პატრონი!

მასხარის მასხარა!..  ეს რაღაც ახალია...

ეს არსება (იგულისხმება ალექსანდრ ოლშანსკი, რომელიც ექსტრაორდინალური ქცევით გამოირჩევა - კ.პ.)  სააკაშვილის მოადგილედ დაინიშნა. ანუ, მასხარას ორი მასხარა ჰყავს... ერთი შიკო - Chicot, მეორე -Шут горо́ховый !

არა და, რა დააშავა უკრაინამ?...

ქვეყანაში სამეფო კარის მასხარების კასტინგია!