"ჩვენი გადაწყვეტილება ჩვენი საშინაო პოლიტიკაა" - რა განაცხადა ზელენსკიმ საქართველოს ელჩის უკრაინიდან საკონსულტაციოდ გაწვევაზე? - კვირის პალიტრა

"ჩვენი გადაწყვეტილება ჩვენი საშინაო პოლიტიკაა" - რა განაცხადა ზელენსკიმ საქართველოს ელჩის უკრაინიდან საკონსულტაციოდ გაწვევაზე?

ვლადიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო საქართველოს ელჩის უკრაინაში საქართველოში საკონსულტაციოდ გაწვევას შეცდომად მიიჩნევს.

ამის შესახებ უკრაინს პრეზიდენტი ლუგანსკის ოლქში ვიზიტისას ჟურნალისტებს ესაუბრა.

"ჩვენ ქართველებთან და საქართველოსთან მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ჩვენს ელჩს კონსულტაციისთვის უკრაინაში არ გამოვიძახებთ. რადგან ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ნებისმიერ ხელისუფლებაზე უფრო გრძელვადიანი და დიდია. ვფიქრობ, კონსულტაციის შემდეგ, ყველა მხარე მიხვდება, რომ ქვეყანაში მიმდინარე საკადრო პოლიტიკა, მხოლოდ ამ ქვეყანას და მასში მცხოვრებ მოქალაქეებს ეხება.

არავის რომ არ ეწყინოს, ვფიქრობ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება ჩვენი საშინაო პოლიტიკაა. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, უკრაინის პასპორტი აქვს და მე უკრაინის პრეზიდენტმა ის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დავნიშნე", - განაცხადა ზელენსკიმ.

იხილეთ ასევე: "სააკაშვილს ვიღაც ძალიან მფარველობს" - რას წერს უცხოური მედია და რას ამბობენ ექსპერტები სააკაშვილის დანიშვნაზე?