"პანდემიის გამო, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში გაიმართება"
"პანდემიის გამო, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში გაიმართება"
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" პრევენციული ზომა მიიღო იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდეს. მისი თქმით, ოპოზიცია საზოგადოებას ემუქრება, თუმცა, ეს შედეგის მომტანი ვერ იქნება.

"ოპოზიცია ემუქრება საზოგადოებას, რომ ის ჩაშლის საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ არ გათავისუფლდება სამი პირი, ეს იქნება ბუნებრივია, მთლიანად მათი პასუხისმგებლობა, თუ ასე მოხდა, აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ პრევენციული ზომა იმისათვის, რომ ეს ასე არ მოხდეს, ისინი საზოგადოებას ემუქრებიან, თუმცა, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს,
რომ ეს მუქარა ვერ იქნება შედეგის მომტანი და სწორედ ამასთან დაკავშირებით არის ჩვენი თხოვნა ელჩების მიმართ. თუ იქნება პროცესი ისე წარმართული, როგორც უნდა წარიმართოს, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, ოპოზიციას ვერ ექნება ვერავითარი რესურსი, რომ შეასრულონ ის მუქარა,
რომელიც გამოხატეს საზოგადოების მიმართ,"- განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ყველა შეხვედრაზე, რომელიც საერთაშორისო პარნტიორების მონაწილებით გაიმართა, კონკრეტული გვარები იყო გაჟღერებული, თუმცა, ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხი ყოველ ჯერზე ერთმნიშვნელოვანი იყო, რომ ეს საკითხი ვერ გახდებოდა შეთანხმების საგანი.


"ოთხივე შეხვედრაზე დაისვა ოპოზიციის მხრიდან ეს საკითხი, თუმცა ოთხივე შეხვედრაზე მიიღეს მკაფიო პასუხი მათ შორის, კონკრეტულად გვარების დასახელებით, მკაფიო პასუხის არსი იყო იმაში, რომ ვერავითარ შემთვევაში ვერ გახდებოდა პატიმრების გათავისუფლება ვერც ერთი პოლიტიკური შეთანხმების საგანი. ეს იყო ძალიან მკაფიო პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა ოთხივე შეხვედრაზე,"- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის წევრების ზოგიერთი საჯარო განცხადებაც ადასტურებს იმას, რასაც "ქართული ოცნება" ამტკიცებს.

"განცხადება გააკეთა როგორც ბოკერიამ, ასევე კაპანაძემ რომ ისინი საშუალებას არ მისცემენ "ქართულ ოცნებას" პატიმრებით ვაჭრობის, მათ თვითონ გამოაცხადეს მიუღებლად თვითონ პატიმრების საკითხის ხელშეკრულების ნაწილად ქცევა. ყველაფერი არის დღესავით ნათელი, საჯარო განცხადებები ადასტურებს იმას, რასაც ისედაც ბუნებრივია მარტივად ვამტკიცებთ ჩვენ,"-აცხადებს კობახიძე.

კობახიძის განცხადებით, პანდემიის გამო, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში გაიმართება.

"რაც შეეხება საყოველთაო სახალხო განხილვას, როგორც კი დასრულდება საგანგებო მდგომარეობა, იმედია, რომ მალე მოხდება ეს, 22-ში იქნება თუ იქიდან ორ კვირაში, ამას მომავალი დღეები გვიჩვენებს, თუმცა, ყველა შემთხვევაში გვაქვს საკმაო დროს იმისთვის, რომ ჩავატაროთ საყოველთაო სახალხო განხილვა. ბუნებრივია, მოდიფიცირებული ფორმატით ჩატარდება განხილვა, ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რაც მოგაწოდეთ და სავარაუდოდ, შედგება ორი შეხვედრა სატელევიზიო ფორმატში, კითხვა-პასუხის საშუალებაც იქნება, თუმცა სავარადოდ ეს იქნება სატელევიზო ფორმატი იმ ვითარების გათვალისწინებით, რომელიც არის შექმნილი პანდემიიდან გამომდინარე, ანუ ამ ფორმატში შედგება ორი შეხვედრა და განმარტება გაკეთდება საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსის თაობაზე საზოგადოების წინაშე, შემდეგ როდესაც ამოიწურება საყოველთაო სახალხო განხილვის ვადა, იქიდან დაახლოებით 9-10 დღეში შეგვიძლია ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ანუ მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში გაკეთდება ეს ყველაფერი", - განმარტა კობახიძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები უკვე მზად არის.

"თითქმის საბოლოო პროექტი არის უკვე მზად. უახლოეს დღეებში დაზუსტდება უკვე პროექტის შინაარსი და როგორც კი დასრულდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, იქიდან 2 დღეში შეგვიძლია დაჩქარებული წესით მივიღოთ უკვე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი. დრო არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ ივნისის ბოლოს, ან ივლისის პირველ ნახევარში საბოლოოდ დავასრულოთ პაკეტის მიღება,"- განაცხადა კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები