"ეკონომიკური აღდგენის პროცესი ტურიზმიდან დაიწყება, შემდგომი იქნება სოფლის მეურნეობა, ამას შემდგომ მოჰყვება მშენებლობა და დეველოპმენტი"
"ეკონომიკური აღდგენის პროცესი ტურიზმიდან დაიწყება, შემდგომი იქნება სოფლის მეურნეობა, ამას შემდგომ მოჰყვება მშენებლობა და დეველოპმენტი"
ქვეყანაში ეკონომიკური აღდგენის პროცესი ტურიზმიდან დაიწყება, შემდგომი იქნება სოფლის მეურნეობა, ამას შემდგომ მოჰყვება მშენებლობა და დეველოპმენტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ეკონომიკის სექტორების გახსნის რანჟირება ეფუძნება იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკისთვის კონკრეტული სექტორი და რამდენად დაზარალდა პანდემიის გამო.

"ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ამ ქვეყანაში ეკონომიკური გახსნის და ეკონომიკური აღდგენის პროცესი ტურიზმიდან დაიწყება, შემდგომი იქნება სოფლის მეურნეობა, ამას შემდგომ მოჰყვება
მშენებლობა და დეველოპმენტი, რა თქმა უნდა, ინდუსტრია, შემდგომ იქნება განათლება, შემდგომ მედიცინა. ასე მივყვებით ჩვენ. ეს არ ნიშნავს რომ პირველი, მეორე, მესამე რანჟირება არის განსაზღვრული იმ სექტორებით, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს ნიშნავს, რომ ეს რანჟირება დაყრდნობილია ორი კომპონენტის საშუალო შეწონილზე - ვინ დაზარალდა
ყველაზე უფრო და ვის რა მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში. ესაა და ეს, თორემ ზოგიერთებს ეწყინათ მაგალითად, რატომ ვიწყებთ ტურიზმით და არა ინდუსტრიით ან სოფლის მეურნეობით. იმიტომ, რომ საშუალო შეწონილს თუ ავიღებთ, ეკონომიკაში ტურიზმის წვლილი და ამავე დროს, ტურიზმზე მიყენებული ზიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, შემდგომ ესაა სოფლის მეურნებობა და სხვა დარგები",- განაცხადა გახარიამ.


მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ საქართველომ ეკონომიკის ძლიერი მხარეები კონკურენტულ უპირატესობად აქციოს და "გარღვევა მოახდინოს".

"კრიზისი უნდა იყოს ჩვენთვის შესაძლებლობა, კრიზისი იმდენად ტექტონიკურ ცვლილებებს გამოიწვევს გადაცემათა ჯაჭვში, მოთხოვნა მიწოდებაში, ეს არის ნამდვილად ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლებლობა. ჩვენ შეიძლება ჩვენი ეკონომიკის ყველაზე ძლიერი მხარეები ისეთ კონკურენტულ უპირატესობად გავხადოთ, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ გარღვევა მოვახდინოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაც ილუზიებში ან ოცნებებში უნდა ვიყოთ, არა. დღეს საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა იმისთვის, რომ ეს კრიზისი გამოყენოს როგორც შესაძლებლობა, პირველ რიგში ეკონომიკაში,"- განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო სესხის თანადაფინანსებაში იმ სასტუმროებსაც მიეხმარება, ვისაც 20 მილიონ ლარამდე აქვთ ბრუნვა. გარდა ამისა, გახარიას განცხადებით, ინდუსტრია, 2020 წლის განმავლობაში, ქონების გდასახადიდან იქნება გათავისუფლებული.

"კრიზისის დაწყებისას პირველი რაც გავაკეთეთ, გავაკეთეთ ის, რომ ვეცადეთ ცეცხლი ჩაგვექრო და საშუალო ზომის სასტუმროებს, ვისაც პირველ რიგში დახმარება დასჭირდებოდა იმათ კრედიტის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებაში მივეხმარეთ. ბევრს გადავუვადეთ საშემოსავლო გადასასახი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, ისე განვითარდა ეს კრიზისული ეტაპები. ახლა გადავდგით შემდეგი ნაბიჯები. ინდუსტრია, სრულად, 2020 წლის განმავლობაში, ქონების გდასახადიდან იქნება სრულად გათავისუფლებული. სასტუმროებს, რომლებსაც სესხის თანადაფინანსებაში მივეხმარებით, მათი რაოდენობაც გავზარდეთ. აღარ იქნება 50 ნომრამდე, ეს იქნება, სასტუმროები რომელთა ბრუნვაც არის 20 მილიონამდე. დანარჩენი სასწრუმროები სხვანაირად სტრუქტურირებული ბიზნესებია და ამიტომ ამის არც საშუალება არ არის და არც აუცილებლობა. რა თქმა უნდა, ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი სისტემური ნაწილი იყო ტუროპერატორები, რომლებსაც უკვე გარკვეული ჯავშნები ჰქონდათ გაკეთებული. მათაც პროცენტის დაფინანსების ნაწილში მივეხმარებით. გიდები ცალკე საკითხია, სოციუმია, მათთვისაც გარკვეული ნაბიჯები გვექნება,"- განაცხადა გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"

ომარი
12 მაისი 2020 03:58
ტურისტს ჭამაც უნდა. სოფლის მეურნეობიდან ხომ არ დაგვეწყო?

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები