"ხალხმა უნდა გაიგოს რაშია საქმე - გახარიას უჯრაში კი არ უდევს ის 4,5 მილიარდი"
"ხალხმა უნდა გაიგოს რაშია საქმე - გახარიას უჯრაში კი არ უდევს ის 4,5 მილიარდი"
ხალხმა უნდა გაიგოს რაშია საქმე - გახარიას უჯრაში კი არ უდევს ის 4, 5 მილიარდი, - ამის შესახებ "სოციალ-დემოკრატების" ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე განაცხადა, რითაც მთავრობის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკურ გეგმას გამოეხმაურა.

გია ჟორჟოლიანის თქმით, მნიშვნელოვანია გარკვეული ფორმატი ჩამოყალიბდეს, სადაც კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელებენ. კომიტეტის სხდომაზე უცხოელი ეკონომისტების ჩამოყვანის შესახებაც გამოითქვა აზრი.

"მე ველაპარაკე მათ შორის მაღალი რანგის უცხოელებს (ეკონომისტებს), რომლებიც მეუბნებიან, რომ ჩვენ ახლა შეგვიძლია
რაღაც პროგნოზირება გავაკეთოთ, თუ მეორე ტალღა არ გვექნება. ესენი არიან უმაღლესი რანგის (ეკონომისტები), იმათზე მაღალი რანგის დღეს არ არის, მაგრამ ეპიდემიოლოგიური ვითარება ვიდრე არ არის ნათელი, ჩვენ არაფრის პროგნოზირება არ შეგვიძლია. რაღაც ტენდენციები გამოჩნდა, მაგრამ ეს არ არის სრული და სისტემურად ამის დანახვის შესაძლებლობა არ
არის.

ბევრი ცალკეული მიმართულება მხარდასაჭერია, მაგრამ კაციშვილი ამაზე არ ლაპარაკობს, ყველას ჰგონია რომ ყოველ წელს 4 ნახევარი მილიარდი ამ ჩვენს ბიუჯეტს მოემატება? საქართველო ღარიბი ქვეყანაა, იმიტომ კი არა, რომ ღვთისმშობელის წილხვედრია და გვიწყალობა ღარიბი იყავიო, ეგეთი პოლიტიკა რომ გვაქვს, იმიტომ არის ღარიბი. ამიტომ არის უთანასწორობა ასე მაღალი. ეს მსჯელობები რომ დაიწყოს, ხალხმა უნდა გაიგოს რაშია საქმე - უჯრაში კი არ უდევს გახარიას ის 4,5 მილიარდი - საიდან მოვიდა, ბიუჯეტს რა მოუვა, დანაკლისი რამდენი იქნება და ა.შ. ამაზე დეტალური მსჯელობის გარეშე ჩვენ მივიღებთ უარეს სურათს,"- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები