"სოციალური სამსახურის მუშაკი კითხვას მისვამს: თუ გათავისუფლდებით, მომავალში რას აპირებთო?- ყველამ წინასწარ იცოდა"
"სოციალური სამსახურის მუშაკი კითხვას მისვამს: თუ გათავისუფლდებით, მომავალში რას აპირებთო?- ყველამ წინასწარ იცოდა"
დაახლოებით ერთი კვირის წინ, სოციალური სამსახურის მუშაკი მოდის ჩემთან და კითხვას მისვამს: თუ გათავისუფლდებით, მომავალში რას აპირებთო? ანუ ყველამ წინასწარ იცოდა, რა შედეგიც დადგებოდა, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს საპატიმროს დატოვებისას განუცხადა. ოქრუაშვილის თქმით, მისი დაჭერაც და გათავისუფლებაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები იყო.

ამასთან, როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, მას „ქართული ოცნების“ ლიდერების ქმედებების გამო რცხვენოდა, რადგან ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე ყურადღება გაამახვილეს ევროპარლამენტარებმა, კონგრესმენებმა, სენატორებმა და ელჩებმა.

„ვაპირებ, რომ
ოპოზიციის კონსოლიდაციას მაქსიმალურად შევუწყო ხელი. მაქსიმალურად შევუწყო ხელი იმას, რომ ოპოზიციამ არჩევნებზე შეძლოს იმ შედეგის დადება, რაც საფუძველს შეუქმნის კოალიციური მთავრობის შექმნას.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, სოციალური სამსახურის მუშაკი მოდის ჩემთან და კითხვას მისვამს: თუ გათავისუფლდებით, მომავალში რას აპირებთო? ფორმალური კითხვაა, რა თქმა უნდა. ანუ
ყველამ წინასწარ იცოდა, რა შედეგიც დადგებოდა. ჩემი დაჭერაც, გიგის დაჭერაც, რურუას დაჭერაც და ბევრი სხვა ადამიანის დაჭერაც, რომლებმაც დატოვეს საპატიმრო, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და გათავისუფლებაც პოლიტიკის ნაწილია. ეს აღიარეს ისეთი ტრიბუნიდან, რომ სიმართლე გითხრათ, შემრცხვა, რომ ჩვენ ამხელა ყურადღებას გვითმობდნენ. ძალიან მრცხვენოდა „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ლიდერის გამო, რომ ქალბატონი კელი დეგნანის, ბატონი კარლ ჰარცელის, უამრავი კონგრესმენის, სენატორის და ევროპარლამენტარის შესაძლებლობებს, ძალისხმევას, ჩვენი ქვეყნისადმი ერთგულებას ნაცვლად იმისა, რომ ვიყენებდეთ დეოკუპაციისთვის და უზარმაზარი ეკონომიკური საფრთხეების აღმოსაფხვრელად, ამ ადამიანებს უწევდათ თავიანთი ძალისხმევის გამოჩენა იმის გამო, რომ აქ ვიღაცას გონება აერია. მრცხვენოდა ამის გამო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა