"სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, ვულოცავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს " - რას წერს ანდრიუს კუბილიუსი "ტვიტერზე"? - კვირის პალიტრა

"სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, ვულოცავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს " - რას წერს ანდრიუს კუბილიუსი "ტვიტერზე"?

სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, ვულოცავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა სოციალურ ქსელ, "ტვიტერზე“ დაწერა, რითაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების თაობაზე.

"მნიშვნელოვანი განვითარება საქართველოში – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ორი ოპოზიციონერი ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ვულოცავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს“, – წერს კუბილიუსი.

"ინტერპრესნიუსი"