"სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, ვულოცავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს " - რას წერს ანდრიუს კუბილიუსი "ტვიტერზე"?
სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, ვულოცავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა სოციალურ ქსელ, "ტვიტერზე“ დაწერა, რითაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების თაობაზე.
"მნიშვნელოვანი განვითარება საქართველოში – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ორი ოპოზიციონერი ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ვულოცავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს“, – წერს კუბილიუსი.
"ინტერპრესნიუსი"