"საბოლოო ჯამში, ყველაფერი ხელისუფლების სამარცხვინო კაპიტულაციით დასრულდა"
"საბოლოო ჯამში, ყველაფერი ხელისუფლების სამარცხვინო კაპიტულაციით დასრულდა"
საბოლოო ჯამში, ყველაფერი ხელისუფლების სამარცხვინო კაპიტულაციით დასრულდა, რაც სახელმწიფოებრივად კარგია, მაგრამ "ქართული ოცნებისთვის" გაკოტრების ტოლფასია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით განუცხადა.

ხუხაშვილის შეფასებით, "ქართული ოცნება" თვითონ შევიდა ჩიხში და პოლიტიკური სუიციდით დაასრულა ყველაფერი.

"ქართული ოცნების" მხრიდან ეს არის აღიარება და კაპიტულაცია. თან მარტო იმის აღიარება კი არ არის, რომ თურმე პოლიტპატიმრები ყოფილან, არამედ იმის აღიარებაც არის, რომ მთელი კვირის განმავლობაში ტყუილში
გვაცხოვრეს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ხელისუფლების სამარცხვინო კაპიტულაციით დასრულდა, რაც სახელმწიფოებრივად თავისთავად კარგია, მაგრამ "ქართული ოცნებისთვის" ეს გაკოტრების ტოლფასია. ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ, ფაქტობრივად, არანაირი არგუმენტი აღარ აქვს, თუ რატომ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში. როდესაც ასეთი რაღაც ხდება, კომენტარის გაკეთებაც კი ძნელია. აი, რა კომენტარი უნდა გააკეთო ასეთ ქმედებაზე
? თვითონ ჩაიგდეს თავიანთი თავი გამოუვალ მდგომარეობაში, თვითონ შევიდნენ ჩიხში და თითქმის, პოლიტიკური სუიციდით დაასრულეს ეს ყველაფერი. ჩვენი ხელისუფლება კუნთების თამაშს მიჩვეულია და ამ შემთხვევაში, მათი პრობლემა ოპოზიცია კი არ იყო, არამედ მათი პრობლემა იყო საერთაშორისო თანამეგობრობა. მათ დაინახეს, რომ იმ ფასის გადამხდელები არ იყვნენ, რისი გადახდაც მოუწევდათ და დანებდნენ",- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

"ინტერპრესნიუსი"

მედეა
16 მაისი 2020 09:13
5 თვე კიდევ დაგრჩათ, ბატონო გია, წარმოაჩინოთ თქვენეული არაობიექტური შეფასებები და მყარად ეცადოთ ქვეყნის გაბითურებას. მალე მოვა არჩევნები და პასუხს გასცემს--სიმართლეს ამბობთ, თუ ტყუით. სინუსოიდას გავს ცხოვრება --დამარცხება-გამარჯვებები ერთმანეთს მოსდევს.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები