"გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის მხრიდან, თუმცა..." - რას აცხადებს კახი კალაძე გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე?
15-05-2020
"გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის მხრიდან, თუმცა..." - რას აცხადებს კახი კალაძე გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე?
ჩემთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის მხრიდან, თუმცა როგორც პოლიტიკოსს მესმის ამ გადაწყვეტილების განმარტებები, რომელიც გაკეთდა , - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხებოდა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის ქმედებები მიმართული იყო იმისკენ, რომ საარჩევნო ცვლილებები არ განხორციელებულიყო.

"ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულ ზიანს მოუტანდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ისინი
მიმართული იყვნენ ამ განწყობით, რომ ეს საარჩევნო სისტემა ვერ მიღებულიყო. თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ და დანარჩენს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვაჩვენებთ ყველას“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც მან განმ
არტა, მმართველ პარტიას უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

"რაც შეეხება რეაქციებს, ეს პირველი შემთხვევა არ არის. თქვენ შეგიძლიათ 2012 წლიდან მოყოლებული ნახოთ სხვადასხვა ტიპის განცხადებები ევროპარლამენტარების, კონგრესმენების მხრიდან სხვადასხვა კონკრეტულ კრიმინალებთან მიმართებაში. ეს სიახლე არ არის ჩვენთვის, გვქონია ეს მოცემულობა. რაც შეეხება ვიცოდით თუ არა, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვქონდა. რა თქმა უნდა, როდესაც აპელირება მიდიოდა 8 მარტის შეთანხმებაზე მე დღესაც და რამდენიმე დღის წინაც ვისაუბრე, რომ ეს არ ყოფილა შეთანხმების საფუძველი და ვერ იქნებოდა, იმიტომ, რომ ვერც პარლამენტი, ვერც მთავრობა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. შესაბამისად, შეთანხმება ვერ შედგებოდა ისეთ რაღაცაზე რომლის შესრულების შესაძლებლობა არ არსებობდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პირების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა.

"ამასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა. თქვენ ვერ გვაჩვენებთ ვერც ერთ პუნქტს, სიტყვას იმ შეთანხმებაში, რომელიც საჯარო გახდა, რომ იქ საერთოდ ნახსენები ყოფილიყო კრიმინალების გამოშვება“, - განაცხადა კალაძემ.

მან უპასუხა კითხვას, თუ რას აპირებს ხელისუფლება გიორგი რურუასთან დაკავშირებით, რომელიც პატიმრობაშია.

"პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს 8 მარტის შეთანხმებასთან. 8 მარტის შეთანხმება რაც იყო, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვიმეორებ, ვაცხადებთ, რომ ჩვენ მზად ვართ საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი დავუჭიროთ. ეს იყო აღებული ვალდებულება და პასუხისმგებლობა და ზუსტად ამის მცდელობა ჰქონდათ ოპონენტებს, რომ ეს ყველაფერი გამოეყენებინათ ქვეყნის წინააღმდეგ, რაც არ გამოუვიდათ... როგორც ვიცი, გიორგი რურუას მისჯილი არ აქვს“, - განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"


რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფსებთ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს არჩევნების მეორე ტურში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფსებთ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს არჩევნების მეორე ტურში?
თვის კითხვადი სტატიები