"გახარიას შეცვლის შესახებ ინფორმაცია შეიძლება შიდა ინტრიგების გამოძახილია" - კვირის პალიტრა

"გახარიას შეცვლის შესახებ ინფორმაცია შეიძლება შიდა ინტრიგების გამოძახილია"

უმნიშვნელოვანესი იქნება, როგორ საარჩევნო სიას წარადგენს "ქართული ოცნება". საინტერესოა, აქვს კი მას მნიშვნელოვანი განახლებისთვის საჭირო რესურსი? ან რამდენად რეალურია გავრცელებული ინფორმაცია  გიორგი გახარიას შესაძლო შეცვლაზე? - ამ საკითხებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- გაუგებარია, რატომ შეიძლება ახლა ლაპარაკობდნენ გახარიას შეცვლაზე. "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებთან შედარებით გახარიას აქვს ერთი დიდი უპირატესობა - მან იცის, რა არ იცის და სად მოძებნოს ის, ვინც იცის... ეს უდიდესი ცოდნაა ადამიანისთვის. სხვათა შორის, ეს თვისება გამოარჩევს კალაძესაც.

გახარიას შეცვლის შესახებ ინფორმაცია შეიძლება შიდა ინტრიგების გამოძახილია. სავარაუდოა, რომ პარტიის შიგნით გარკვეულ ჯგუფებს მისი გაძლიერების შეეშინდებოდათ, თუმცა არსებობს ვერსიები იმის თაობაზეც, რომ გახარიას შეცვლას დასავლეთი ითხოვს, მაგრამ კონკრეტულად არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რომ სხვადასხვა მედიასაშუალება ირანთან კონტაქტებს სწორედ გახარიას უკავშირებს.

დასავლეთისთვის საარჩევნო სია იქნება ბოლო ინდიკატორი იმისა, საბოლოოდ დაემშვიდობა თუ არა "ქართული ოცნება" დასავლეთთან პარტნიორობას.

ხათუნა ლაგაზიძე

დასავლეთისთვის საარჩევნო სია იქნება ბოლო ინდიკატორი იმისა, საბოლოოდ დაემშვიდობა თუ არა "ქართული ოცნება" დასავლეთთან პარტნიორობის გზას. ამიტომაც, "ქართული ოცნებისთვის" საარჩევნო სია დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა. აქამდე "ოცნების" სიების დაკომპლეტებისას მთავარი ამოსავალი იყო მორჩილება, მორჩილება და კვლავ მორჩილება. გამოცდილებამ ისიც გვაჩენა, რომ პროდასვლური განწყობის ადამიანები, ვერ არიან საკმარისად მორჩილები და ეს ხალხი გზადაგზა ტოვებდა ან ატოვებინებდნენ "ქართულ ოცნებას" - ჯერ კოალიციის წვერები 2012 წლის პარლამენტში, შარშან კი უშუალოდ "ოცნების" პროდასავლელმა წევრებმა დატოვეს პარლამენტი და ხელისუფლება...

ახლა კი გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ როგორმე ამერიკელების გული ოდნავ მაინც მოიგონ, რომც მოუწიოთ პროდასავლური საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის და კონტაქტების მქონე ადამიანების მოძებნა სიაში ჩასასმელად, მათი მოძიება და დათანხმება ძალიან გაუჭირდებათ...

თუ სიას დასავლეთისთვის კატეგორიულად მიუღებელი ადამიანებით დააკომპლექტებენ, არადა ჯერ სწორედ ასეთი პირი უჩანს, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთიდან მომავალი არჩევნების ლეგიტიმაციის იმედს საბოლოოდ უნდა დაუსვან წერტილი. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტიც, რომ "ოცნების" ტროლ-ბოტებმა ამომრჩეველში გააღვივონ ანტიდასავლური განწყობები, "ოცნება" დაადგეს დასავლეთთან მეტი რადიკალიზაციის გზას, საქართველოს დამონების მოსურნე თანამედროვე იმპერია უძახოს ამერიკას, გაზარდოს ანტიდასავლური ამომრჩევლის ბაზა და გეზი რადიკალურად ანტიდასავლურ ამომრჩეველზე აიღოს და ამ გზით ამომრჩეველი მოუმრავლოს "პატრიოტთა ალიანსსაც". თუმცა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის გზა არსაით.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ ყველაზე მეტად უშიშროების აზრს გაითვალისწინებს" - ვინ შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში?