"მიხეილ სააკაშვილი - ერთი ორი ქვეყნისთვის" - რას წერს გავლენიანი უკრაინული გამოცემა?
"მიხეილ სააკაშვილი - ერთი ორი ქვეყნისთვის" - რას წერს გავლენიანი უკრაინული გამოცემა?
უკრაინულ პოპულარულ გამოცემაში «Европейська правда» გამოქყვეყნდა სტატია სათაურით "მიხეილ სააკაშვილის მეორედ მოსვლა: რატომ წავიდა უკრაინა კონფლიქტზე სტრატეგიულ პარტნიორთან?" (ავტორი - იური პანჩენკო), რომელშიც კიევ-თბილისის ურთიერთობების პერსპექტივაა გასაანალიზებული უკრაინის ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შემდეგ.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებული სახით:
"უკრაინის ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მეორედ მოსვლამ ოფიციალური თბილისის მწვავე ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. საქართველოს მიერ ელჩის გაწვევა და მის მიერ გამოხატული უკიდურესად ნერვული რეაქცია ახლა უფრო მწვავე აღმოჩნდა, ვიდრე 2015 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილი ოდესის
საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად იქნა დანიშნული.

ეს ყველაფერი ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. მაგალითად - რითაა გამოწვეული ასეთი განსხვავება?
ნამდვილად მიიჩნევა ეს დანიშვნა მხოლოდ უკრაინის საშინაო საქმედ, როგორც ამას ვლადიმერ ზელენსკის გარემოცვა ამტკიცებს? და ბოლოს, ჰქონ
და თუ არა კიევს "ორ სკამზე ჯდომის" შანსი: ანუ დაენიშნა თანამდებობაზე სკანდალური ექსპრეზიდენტიც და იმავდროულად თავიდან აეცილებინა დიპლომატიური სკანდალიც?

განსაკუთრებით მაშინ, თუ გავიხსენებთ, რომ 2015 წლის დანიშვნაზე თბილისმა შედარებით უფრო რბილი რეაქცია გამოავლინა, ვიდრე ახლა.

საქმე იმაშია, რომ 2015 წელს საქართველოს მმართველ პარტიას პოზიციები უფრო მტკიცე ჰქონდა, ვიდრე დღეს. 2012 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, მხოლოდ სამი წელი იყო გასული და მეოცნებეთა რეიტინგიც სტაბილურად მაღალი ჩანდა, ოპოზიციისა კი - უკიდურესად დაბალი. ამ გარემოების საფუძველზე ბევრი მიიჩენვდა, რომ "ერთანი ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, მალე მარგინალიზებული გახდებოდა.

მაგრამ ხუთი წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ "ნაციონალები" ძლიერ პოლიტიკურ ძალად რჩებიან, "მეოცნებეების" რეიტინგი კი თანდათანობით ეცემა. შემთხვევითი არაა, რომ 2018 წელს პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვება უპრეცედენტო სოციალური გადახდების ფასად "იყიდა" - დიდი თანხა ამომრჩევლებზე ბიძინა ივანიშვილის კერძო ფონდიდან გაიცა.

მაგრამ ამ ფულის გადახდებმა მმართველ პარტიას გრძელვადიანი შედეგი ვერ მოუტანა. გასულმა წელმა კრიზისი გააღრმავა, ქვეყანაში ანტისამთავრობო პროტესტები დაიწყო. ამას დემატა საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებული კრიზისიც.

"ქართული ოცნება" ხელიუფლებაში უკვე რვა წელია იმყოფება და ამომრჩეველი მათგან უკვე დაიღალა. ეს ოპოზიციას 2020 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საპრლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსს აძლევს. და სწორედ ამიტომაც, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნამ ქართული საზოგადოება ორად გაჰყო: ოპოზიციასა და მათი მხარდამჭერებს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიერ განხორციელებული საკადრო გადაწყვეტილების შემდეგ საფუძველი მიეცათ ემტკიცებინათ, თუ რა დაბალი რეიტინგი აქვს "ქართულ ოცნებას" - მათ არავინ არაფერს არ ეკითხებაო. აი, სწორედ ამიტომ იყო თბილსისის რეაქცია ამჯერად უფრო მწვავე, ვიდრე 2015 წელს.

პარტნიორული უტიფრობა

რასაკვირველია, დიპლომატიური კონფლიქტის მიზეზები მხოლოდ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში არ უნდა ვეძებოთ. ოფიციალურმა კიევმაც ყველაფერი გააკეთა, რომ კონფლიქტი გარდაუვალი გამხდარიყო.

2015 წელს მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ოდესის ოლქის გუბერნატორად სწრაფად მოხდა - იმდენად სწრაფად, რომ თბილისმა, უბრალოდ, ორიენტირება ვერ მოახერხა, თანაც საკადრო საკითხის გადაწყვეტა საქართველო-უკრაინის ურთიერთობის "გაცივებას" დაემთხვა.

2020 წელს კი ექსპრეზიდენტის დანიშვნა სრულიად სხვაგვარად განხორციელდა: როცა კიევში მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო ვიცე-პრემიერობა დაანონსდა, თბილისის გაფრთხილების საპასუხოდ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, უბრალოდ, უტიფრობა და ქედმაღლური ლაპარაკი დაიწყეს, თანაც, ყოველგვარი დიპლომატიური ორაზროვანი მინიშნებების გარეშე. გავიხსენოთ საპარლამენტო ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადება - "თუ ჩვენ დიპლომატიური პრობლემები შეგვექმნება, საქართველომ უნდა იცოდეს, რომ მას უფრო მეტი ექნება. საქართველო ხომ ამერიკა არ არის". შევნიშნავთ, რომ მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერის განცხადება ოფიციალურ პოზიციად აღიქმება და არა ცალკეული დეპუტატის სულელურ მოქმედებად.

ამ სიტყვების უკან წაღებისა ან უარყოფისათვის არც მთავრობას და არც პრეზიდენტს არ უცდია. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, არც ეს უწყება არ მოქცეულა მათზე უკეთესად: "თუ ჩვენი ქართველი პარტნიორების მიერ რაღაც მკვეთრი ნაბიჯები იქნება გადადგმული, ამას როგორმე გადავიტანთ და დაკარგულს მოგვიანებით ავინაზღაურებთო", - განაცხადა მინისტრმა დიმიტრი კულებამ.

ასეთი განცხადებების შემდეგ თბილისს სხვა არჩევანი აღარ ჰქონდა, თუ არა ხისტი რეაგირება მოეხდინა მიხეილ სააკაშვილის ყოველნაირ თანამდებობაზე დანიშვნის გამო.

არ არის გამორიცხული, რომ კიევს თავიდანვე რომ პარტნიორის მიმართ პატივისცემა გამოეჩინა - ელჩს რომ შეხვედროდა, ინფორმაცია რომ მიეწოდებინა დაგეგმილი ნაბიჯებთან დაკავშირებით, თავი რომ შეეკავებინა საგანგებოდ ხაზგასმულ უტიფრობაზე - მაშინ სააკაშვილის დანიშვნას დეკორატიულ თანამდებობაზე თბილისი უფრო მშვიდად აღიქვამდა.

მაგრამ კიევმა გადაწყვიტა ეს ყველაზე სკანდალური გზით გაეკეთებინა.
იბადება კითხვა - განა საჭირო იყო კიევს დელიკატურობა გამოეჩინა? განა ჩვენ მართლაც უნდა გაგვეთვალისწინებინა საქართველოს თვალსაზრისი, როცა ვთვლით, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ჩვენს საშინაო საქმეა?

პასუხი - დიახ, საჭირო იყო გაგვეთვალისწინებინა. თუნდაც იმიტომ, რომ 2017 წელს უკრაინა და საქართველომ ხელშეკრულება დადეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ და ის დღესაც ძალაშია. კიდევ იმიტომ, რომ საქართველო უკრაინას საერთაშორისო არენაზე ყველგან და ყველაფერში მხარს უჭერს... და ბოლოს, უკრაინის საჩვენებელ, აბუჩად ამგდებ მოქმედებას, მასთან შედარებით სუსტი საქართველოს მიმართ, სხვა სახელმწიფოებიც თვალს ადევნებენ - ის სახელმწიფოები, რომლებსაც ხშირად უწევთ ხოლმე ჩვენი მხარდაჭერა, არცთუ იშვიათად საკუთარი ინტერესების საზიანოდ.

ერთი ორი ქვეყნისთვის

უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის განხილვის გარეშე ჩვენი ანალიზი არასრული იქნებოდა.

2016 წელს, როცა საქართველოში გაგანია წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა საკანონმდებლო ორგანოს წევრების ასარჩევად, უკრაინის საელჩო თითქმის ყოველდღიურად იღებდა ნოტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან.

ნოტების მიზეზი ოდესის იმდროინდელი საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებები იყო, რომელიც აქტიურად კომენტირებდა საქართველოს საარჩევნო კამპანიას და სამშობლოში ტრიუმფალურად დაბრუნებას იმედოვნებდა, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში.

როგორც კი უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, მიხეილ სააკაშვილს, წესით და კანონით, საქართველოში თავისი პოლიტიკური კარიერა უნდა შეეწყვიტა, მაგრამ ის მაინც დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ოპოზიციური პარტიის ლიდერად. დღეს იგი, მართალია, მხოლოდ საპატიო თავმჯდომარეა, მაგრამ მას, ქართული მასმედიის მონაცემებით, პარტიის მართვაში საკვანძო გავლენა აქვს.

განა ასეთ სიტუაციაში შეიძლება ითქვას, რომ მისი თანამდებობაზე დანიშვნა მხოლოდ უკრაინის საშინაო საქმეა?

და განა შეიძლება იმედი გვქონდეს, რომ ამჯერად უკრაინის ხელისუფლებაში დასაქმებული ჩინოვნიკი მიხეილ სააკაშვილი თავს შეიკავებს განცხადებებისაგან ქართული პოლიტიკის შესახებ, განსაკუთრებით მწვავე საპარლამენტო არჩევნების წინ?

თუ ამ ორ კითხვაზე უარყოფით პასუხს გავცემთ, მაშინ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ უახლოეს თვეებში ორი სტრატეგიული მოკავშირის ურთიერთობებში პრობლემები რეგულარულად წარმოიქმნება. წყარო


მოამზადა სიმონ კილაძემ

ალექს
22 მაისი 2020 13:18
კარგი იქნება თუ მიხვდებით, რომ სააკაშვილი კრემლის ვარსკვლავბიჭუნაა და მათ დასვეს მოქკავშირულ პარლამენტში ლიდერის პოზიციაზე ,ნაცმო ეს როლია, კინოც აქვთ რუსებს "ვარსკვლავბიჭუნა" , კომპარტიის ნომენკლატურაა : სკკპ ცეკას პოლიტბიუროს წევრმა და სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრმა , საქართველოს კომპარტიის ცეკას ყველაზე სტაჟიანმა პირველმა მდივანმა ამხანაგმა ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძემ წარუდგინა ის ვაკის მაჟორიტარად ცეკას და ტეკას იქ მაცხოვრებელ სასტავს და მათ ჯალაბობას !
ამხანაგ ედუარდის სამახსოვროდ მარტო სააკაშვილი არ დაგვიტოვა პარლამენტში, ასევე დატოვა მის მიერვე დაწყებული სამოქლაქო ომის დროს დამწვარი მხატვრის სახლის ადგილას შევარდნის ქანდაკებებიანი სასახლე , პარლამენტის წინ !
...
20 მაისი 2020 12:33
მიხო რო საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილიყო მინიმუმ ახალგორი /ქსნის ხეობა / და კოდორის ხეობა100 პროცენტით საქართველოს იურისდიქციაში იქნებოდა დღესაც .ასე რო უკრაინელებმა გაითვალისწინეთ .
ნიკო
19 მაისი 2020 13:19
უკრაინა ხომ ქვეყანა არ არის.სწორედ მაგიტომ დაკარგა ყირიმი, დონეცკი, ლუგანსკი.მალე მიყვება ხერსონი, ოდესა და ნიკოლაევის ოლქები.მიშა დაეხმარება იურიდიულად გაფორმებაში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?