"გაერთიანებულ ოპოზიციაში პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე დავინახე" - რას აცხადებს თაკო ჩარკვიანი - კვირის პალიტრა

"გაერთიანებულ ოპოზიციაში პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე დავინახე" - რას აცხადებს თაკო ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანის განცხადებით ოპოზიციურ გაერთიანებაში "ძალა ერთობაშია" შემავალი პარტიების რამდენიმე კონსულტაციის შედეგად გამოიკვეთება მაჟორიტარობის კანდიდატები, საარჩევნო სია და სავარაუდოდ, მომავალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

თაკო ჩარკვიანმა "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ მისი აზრით, მომავალი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეკონომიკაში უნდა ერკვეოდეს.

"მომავალი საქართველოს პრემიერი უნდა ერკვეოდეს ეკონომიკაში. აქ ორი აზრი არ არსებობს. "ძალა ერთობაშია"-ს გვაქვს ამის რესურსი. მე პირადად, ამ რესურსით გიორგი ვაშაძე დავინახე. არაფერს არ გაოვრიცხავ, არც მაჟორიტარს, არც სიას, თუმცა, მაქვს ჩემი პრინციპები. თუ სიაში გაიელვებს სადმე დასავლური ვექტორის გარდა, პუტინის მომხრე, მე, თამარ ჩარკვიანს დეპუტატობა არ მიღირს"- აღნიშნა თამარ ჩარკვიანმა.