"ნა­თე­ლაშ­ვი­ლი პუ­ტინ­თან დას­ტა-დას­ტად გზავ­ნი­და წე­რი­ლებს და კრემლში მი­ღე­ბას იხ­ვე­წე­ბო­და... ასე­ვე, ვლა­დი­მირ ჟი­რი­ნოვ­სკის­თან და იო­სიფ კობ­ზონ­თა­ნაც კი..." - კვირის პალიტრა

"ნა­თე­ლაშ­ვი­ლი პუ­ტინ­თან დას­ტა-დას­ტად გზავ­ნი­და წე­რი­ლებს და კრემლში მი­ღე­ბას იხ­ვე­წე­ბო­და... ასე­ვე, ვლა­დი­მირ ჟი­რი­ნოვ­სკის­თან და იო­სიფ კობ­ზონ­თა­ნაც კი..."

ყოფილი "ლეიბორისტი" სოსო შატბერაშვილი, რომელიც ამჟამად "მემარცხენე ალიანსს" ხელმძღვანელობს, ყოფილი ლიდერის პოლიტიკურ მეტამორფოზაზე საუბრობს და ამბობს, რომ ნათელაშვილმა ის და კიდევ რამდენიმე თანაპარტიელი გამოიყენა სააკაშვილთან ბრძოლაში რეალურად კი, ყოფილ პრეზიდენტთან გარიგებაში იყო:

- პარტიების გამოცვლა არ არის სათაკილო, პირადად მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმაც შევიცვალეთ, მას შემდეგ, რაც გავარკვიეთ, რომ საქმე გვქონდა უპრინციპო, მეგობრების მოღალატე ადამიანთან. გვეგონა, რომ შალვა ნათელაშვილის მთავარი პრინციპი კონკრეტულ პარტიასა და ადამიანებთან ბრძოლა იყო, არადა, თურმე მათთან ბრძოლისთვის ჩვენ გვიყენებდა. სააკაშვილთან იყო გარიგებული და ჩვენ გვატყუებდა. ასეთი უპრინციპო პოლიტიკოსები ერთი და ორი კი არა, ათეულობით გვყავს.

თუ დასჭირდათ, ისევ შეიცვლიან პოლიტიკურ ხედვას. ახლა ხომ ვითომ პროდასავლურები არიან? თუ დასჭირდათ, ანუ დასავლეთმა დაფინანსება და ლობირება შეუწყვიტათ, პუტინმა რომ შესთავაზოთ, აწევენ ხელებს და პრორუსულები გახდებიან

ამაში ჩემს პირად მაგალითზე დავრწმუნდი: ნათელაშვილი პუტინთან დასტა-დასტად გზავნიდა თურმე წერილებს და კრემლში მიღებას იხვეწებოდა. თან არა მხოლოდ პუტინთან, ასევე, ვლადიმირ ჟირინოვსკისთან, ბორის გრიზლოვთან, იოსიფ კობზონთანაც კი... უნდა ნახოთ წერილები, როგორ აქებს და ადიდებს მათ, თუნდაც პუტინს...

- რას წერდა?

- ბატონო ვლადიმირ, თქვენ მსოფლიოსგან მეორე გეოპოლიტიკური კრახის გადამრჩენელი ხართ, რუსეთის ფედერაცია რომ არ დაინგრა, ამით მეორე პოლიტიკური კრახი ააცლეთ დედამიწასო... აქებდა ჟირინოვსკისაც... ეს მაშინ, როდესაც ამერიკის კონგრესში დარბოდა კონგრესმენებთან.

ჩვენ მივწერეთ კიდეც კონგრესს და გავაფრთხილეთ: თუ გულზე ამერიკის დროშა და თავისუფლების ქანდაკება აქვს დახატული, ზურგზე კრემლი აქვს ამოსვირინგებულითქო.

- დიდი ყურადღება მიიქცია ფოტომ, რომელშიც შალვა ნათელაშვილი ირაკლი ოქრუაშვილსა და გიგი უგულავასთან ერთად არის გამოსახული. პოლიტიკოსებს მან ხელები ააწევინა სიტყვებით - "ერთად ვიქნებით, ქვეყანა გამარჯვებამდე მივა", მაშინ როცა დაახლოებით 3-4 წლის წინ უგულავას "სააკაშვილის რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ ჯალათს" უწოდებდა...

- სამარცხვინო იყო ნათელაშვილის საქციელი ირაკლი ოქრუაშვილთან და გიგი უგულავასთან შეხვედრისას! იხილეთ სრულად