ვინ არის ავთანდილ სურმანიძე, რომელიც სოხუმის "მერის" მოადგილედ დაინიშნა? - კვირის პალიტრა

ვინ არის ავთანდილ სურმანიძე, რომელიც სოხუმის "მერის" მოადგილედ დაინიშნა?

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, სოხუმის "მერის" მოადგილედ ავთანდილ სურმანიძე დანიშნა. თანამშრომლებს ის სოხუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან ეშბამ წარუდგინა.

"ეს არის დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი, კომუნალურ მეურნეობაში მუშაობის კარგი პრაქტიკა აქვს, არის ომის ვეტერანი, წესიერი და პატიოსანი ადამიანი. იმედია, მასთან ერთად ეფექტურად ვიმუშავებთ" - განაცხადა ეშბამ სურმანიძის წარდგენისას.

ახლადდანიშნულმა მოადგილემ აფხაზურად მიმართა თანამშრომლებს:

"მე ბევრი რამ ვიცი ადმინისტრაციის შესახებ, ვმუშაობდი თქვენთან ერთად. თუ ყველა სტრუქტურა გამართულად იმუშავებს, ქალაქს ეს ძალიან წაადგება. სოხუმი აუცილებლად კომფორტული უნდა იყოს საცხოვრებლად. იმედი მაქვს, თქვენს ნდობას გავამართლებ" - განაცხადა სურმანიძემ. წარდგენის ვიდეო სოხუმის ადმინისტრაციის "ფეისბუქზე" განთავსდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, სოხუმის "მერის" მოადგილედ ავთანდილ სურმანიძე დანიშნა. თანამშრომლებს ის სოხუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან ეშბამ წარუდგინა.

"ეს არის დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი, კომუნალურ მეურნეობაში მუშაობის კარგი პრაქტიკა აქვს, არის ომის ვეტერანი, წესიერი და პატიოსანი ადამიანი. იმედია, მასთან ერთად ეფექტურად ვიმუშავებთ" - განაცხადა ეშბამ სურმანიძის წარდგენისას.

ახლადდანიშნულმა მოადგილემ აფხაზურად მიმართა თანამშრომლებს:

"მე ბევრი რამ ვიცი ადმინისტრაციის შესახებ, ვმუშაობდი თქვენთან ერთად. თუ ყველა სტრუქტურა გამართულად იმუშავებს, ქალაქს ეს ძალიან წაადგება. სოხუმი აუცილებლად კომფორტული უნდა იყოს საცხოვრებლად. იმედი მაქვს, თქვენს ნდობას გავამართლებ" - განაცხადა სურმანიძემ. წარდგენის ვიდეო სოხუმის ადმინისტრაციის "ფეისბუქზე" განთავსდა. განაგრძეთ კითხვა