"საიდუმლო გავეცი?" - ვანო მერაბიშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდება? - რას აცხადებს გიგი უგულავა - კვირის პალიტრა

"საიდუმლო გავეცი?" - ვანო მერაბიშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდება? - რას აცხადებს გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდება. აღნიშნულის შესახებ უგულავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

"საბოლოო ჯამში, პარტიულად ის "ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება. როგორი ფორმით, რანაირად, ეს უკვე "ნაციონალური მოძრაობის საქმეა. საიდუმლო გავეცი?-არ მგონია, ეს დიდი საიდუმლო იყოს, მე ჩავთვალე, რომ ეს ყველასთვის ცხადი იყო", - განაცხადა უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"