დეპუტატი, რომელიც ირლანდიაში 70 კვმ ფართობის სახლს ფლობს - როგორ შეძლო სალომე სამადაშვილმა ბინების ყიდვა საქართველოსა და უცხოეთში? - კვირის პალიტრა

დეპუტატი, რომელიც ირლანდიაში 70 კვმ ფართობის სახლს ფლობს - როგორ შეძლო სალომე სამადაშვილმა ბინების ყიდვა საქართველოსა და უცხოეთში?

როგორ შეძლო დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ბინების ყიდვა საქართველოსა და უცხოეთში, გაზეთ "კვირის პალიტრის" სტატიიდან შეიტყობთ, საიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:

დეპუტატის უძრავ-მოძრავ ქონებას შეადგენს 2 ბინა თბილისში, ორივე გაბაშვილის ქუჩაზე - 26 კვმ ბინა 2004 წელს 21.000 დოლარად, 73 კვმ კი 2017 წელს 65.000 დოლარად შეუძენია. 2015 წელს კი ირლანდიაში 70 კვმ ფართობის სახლში 80.000 ევრო გადაუხდია. ასევე 2013 წლიდან მის საკუთრებაშია მერსედესი (C-180), რომელშიც 7.000 ევრო გადაუხდია.

- ირლანდიის სახლზეც მითხარით, როგორ მოახერხეთ საზღვარგარეთ სახლის ყიდვა, ან ვინ ცხოვრობს იქ ამჟამად? - ამჟამად იქ ჩემი ძმა ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად... ლიბიის მმართველობის პროგრამის დირექტორის მაღალანაზღაურებად პოსტზე ვმუშაობდი. ხშირად მიწევდა ჩასვლა ისეთ რეგიონში, სადაც ომის ზონა იყო და შეიძლებოდა ისლამურ სახელმწიფოს გავეტაცებინე, თუმცა ლიბიაში ჩემი ანაზღაურება სტანდარტულზე სამჯერ მეტი იყო. ასე რომ, ეს თანხა სიცოცხლის რისკის ფასად გამოვიმუშავე და დავაბანდე ირლანდიაში. ფაქტობრივად, ბეწვზე გადავრჩი, რომ ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი არ გავხდი. მაშინ მივხვდი, ფიზიკური საფრთხე რას ნიშნავს. ვამაყობ, რომ ჩემს ბიოგრაფიაში იყო ასეთი საინტერესო და ფასეული პერიოდი.

- რატომ გადაწყვიტეთ დაბრუნება საზღვარგარეთიდან, სადაც აწყობილი კარიერა და მაღალი ანაზღაურება გქონდათ?

- საზღვარგარეთ სწავლა და ცხოვრება კარგია განვითარებისთვის, მომავლისთვის, მაგრამ გული მაინც შენს ქვეყანაშია... გულის გარეშე ცხოვრება კი ძალიან რთულია. ამიტომ არასდროს არ მქონია მუდმივად ემიგრაციაში ყოფნის სურვილი, ძირფესვიანად ვერ მოვწყდებოდი აქაურობას. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "ვიყავი ქორწინებაში, რომელიც მალე დამთავრდა... ამ პერიოდზე კარგი მოგონებები არ მაქვს"