ანზორ ბიწაძე ირაკლი კობახიძეს: "ვინ არ ყოფილა თანამდებობაზე, რა იყო, რამ გადაგრია?" - კვირის პალიტრა

ანზორ ბიწაძე ირაკლი კობახიძეს: "ვინ არ ყოფილა თანამდებობაზე, რა იყო, რამ გადაგრია?"

"ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანზორ ბიწაძემ ირაკლი კობახიძეს ის პერიოდი შეახსენა, როდესაც თავად კობახიძე იყო ოპოზიციაში.

"მე მახსოვს ერთი წესიერი, პატიოსანი ახალგაზრდა, ულაპარაკო ბიჭი მოდიოდა ჩვენთან საქაღალდეებით. ეს ბიჭი დღეს ოპოზიციურ სპექტრს "გოიმებად" მოიხსენიებს. ეს ბიჭი ირაკლი კობახიძეა და მინდა მივმართო: ირაკლი, ვინ არ ყოფილა თანამდებობაზე, რა იყო, რამ გადაგრია? არავისთვის ცუდი არ მინდა, მაგრამ ადამიანს როცა თავში აუვარდება, იმის საქმე დამთავრებულია. თქვენს "სვეცკ" ამომრჩეველს მაინც ეცით პატივი და როცა ავალებთ თქვენი უმსგავსო განცხადებები "აპრავონ", სახის შენარჩუნების საშუალება მაინც მიეცით." - განაცხადა ბიწაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ანზორ ბიწაძის კომენტარს "ერთიანი საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.