"თუ გოიმი ხარ, უნდა ეცადო, რომ ნომერ პირველი გოიმი იყო" - რას პასუხობს გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძეს? - კვირის პალიტრა

"თუ გოიმი ხარ, უნდა ეცადო, რომ ნომერ პირველი გოიმი იყო" - რას პასუხობს გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძეს?

ადამიანი უნდა ეცადოს, რომ ყველა საქმეში, რომელშიც არის, პირველი იყოს. თუ გოიმი ხარ, ჯობია კი არა, უნდა ეცადო, რომ ნომერ პირველი გოიმი იყო. ასე რომ, დიდი მადლობა ბატონ კობახიძეს ამ კომპლიმენტისთვის - ასე უპასუხა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

"ნომერ პირველი უნდა იყო, ყოველ შემთხვევაში, უნდა ეცადო. მე ასე არ ვაფასებ ჩემს თავს, ასეთი ამბიციური არ ვარ, მაგრამ რადგან მე ნომერ პირველ გოიმად ჩამთვალა, მადლობა ამ კომპლიმენტისთვის.

მე ხოლოდ ის ვიცი, რომ რაც ხარ, იმაში უნდა ეცადო, რომ პირველი იყო. თუ ხარ გოიმი, უნდა იყო ნომერ პირველი გოიმი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ პირველობისთვის უნდა მიისწრაფოდეს ადამიანი. დანარჩენი ბატონ კობახიძეს ჰკითხეთ," - განუცხადა ჟურნალისტებს ბოკერიამ.

მან ასევე უპასუხა კითხვას, დააკლდა თუ არა ირაკლი კობახიძეს ოპოზიციაზე საუბრისას არგუმენტები.

"მე არასდროს შემიმჩნევია, რომ მას არგუმენტები ჰქონოდა ხოლმე, ადრეც. ასე რომ, ტერმინს - არგუმენტები გამოელია - ვერ დავეთანხმები", - განაცხადა ბიკერიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გიგა ბოკერია ნომერ პირველი გოიმია. ამასთან, მისივე თქმით, ოპოზიცია გოიმურად გამოიყურება, გოიმურად იქცევა და ამის გამო ისინი საზოგადოებისგან მიიღებენ პასუხს.

"ინტერპრესნიუსი"