"გოიმთა და "სვეტთა" ბრძოლა 21-ე საუკუნის 20-ანი წლების ქართულ პოლიტიკაში..." - რას წერენ "ფეისბუკში"? - კვირის პალიტრა

"გოიმთა და "სვეტთა" ბრძოლა 21-ე საუკუნის 20-ანი წლების ქართულ პოლიტიკაში..." - რას წერენ "ფეისბუკში"?

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას "ნომერ პირველი გოიმი" უწოდა. მისივე თქმით, ოპოზიცია გოიმურად გამოიყურება, გოიმურად იქცევა და ამის გამო ისინი საზოგადოებისგან მიიღებენ პასუხს.

"ძალიან მარტივად არის ყველაფერი, გოიმურად გამოიყურებიან, გოიმურად იქცევიან, შესაბამისად, მეტი არაფერია გოიმობა და ამ გოიმობის გამო, ისინი მიიღებენ პასუხს საზოგადოებისგან. გოიმობა რა არის - ყველამ კარგად იცის, საზოგადოებამ იცის, რას ნიშნავს გოიმური ქცევა და საუბარი და ეს ყველაფერი ვნახეთ ჩვენ მაგალითად, ლეიბორისტული პარტიის ოფისში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძეს გამოეხმაურა განცხადების ადრესატი. ბოკერიამ კობახიძეს "კომპლიმენტისთვის" მადლობა გადაუხადა.

"ადამიანი უნდა ეცადოს, რომ ყველა საქმეში, რომელშიც არის, პირველი იყოს. თუ გოიმი ხარ, ჯობია კი არა, უნდა ეცადო, რომ ნომერ პირველი გოიმი იყო. ასე რომ, დიდი მადლობა ბატონ კობახიძეს ამ კომპლიმენტისთვის - ასე უპასუხ ბოკერიამ ირაკლი კობახიძის განცხადებას.

კობახიძე-ბოკერის დისტანციურ დიალოგს შეფასებები მოჰყვა სოციალურ ქსელში:

ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი: "უი, შენ არ მეისპი: რა, რა და ბოკერიას გოიმობას რომ დააბრალებ, რაცხა ჰაზრიანი მაინც გეთქვა, ხუჭუჭა ბიჭო"

თენგიზ ფხალაძე, ექსპერტი:

"სამომავლო საკურსო თემა ისტორიის, პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა სტუდენტებისათვის: "გოიმთა და "სვეტთა" ბრძოლა 21-ე საუკუნის 20-ანი წლების ქართულ პოლიტიკაში..."

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "სვეტსკი" არჩევნებს გვპირდებიან გოიმური შეფუთვით..."

ირაკლი კაკაბაძე, მწერალი: "სიტყვა "გოიმი" ნიშნავს არა-ებრაელს - არა-წინდაცვეთილს; როგორც პავლე მოციქულმა პეტრესთან საუბარში ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში გამოიყენა. მან თქვა რომ ქრისტე გოიმებისთვისაც მოვიდა და გადარჩენის გზა გოიმებისთვისაც არის. ანუ ჩვენ ყველასთვის. ეს არის თავისი დროის დიდი ებრაელი მოღავწეების: იესო ქრისტეს და პავლე ტარსუსელის საქველმოქმედო დახმარება ჩვენთვის - ურჯულოებისთვის იმ დროს. ახლა ირაკლი კობახიძემ რაცხა ისევ მოინდომა რომ "გოიმები" ამოაგდოს სიიდან, რომელშიც ჩვენ ყველანი პავლე მოციქულმა ჩაგვსვა ქრისტეს მოძღვრებიდან გამომდინარე (პეტრე ცოტა სხვანაირად ფიქრობდა) - თვითონ თუ "გოიმი" არ არის და "ქოშერია" - ძალიან კარგი. მაგრამ, ჩვენთვის "გოიმებისთვისაც" - არის გადარჩენის გზა. ასე თქვა პავლემ მოციქულმა - და ის მ მგონი უფრო დიდი ავტორიტეტია ჯერ ვიდრე ბატონი კობახიძე. და კიდო, გიგა ბოკერია, რატომ არის ნომერ პირველი გოიმი დღეს? მე მგონი დონალდ ტრამპი აშკარად ლიდერობს მანდ. და პუტინი, მაკრონი, მერკელი, ჩინეთის პრეზიდენტი - ისინიც უფრო მნიშვნელოვანი "გოიმები" არიან. ბატონ კობახიძეს აშკარად არ უჭრის ლინგვისტიკა და სემიოტიკა - სამწუხაროდ".