"გიგა ბოკერია, რატომ არის ნომერ პირველი გოიმი დღეს? მგონი, დონალდ ტრამპი აშკარად ლიდერობს მანდ..."
"გიგა ბოკერია, რატომ არის ნომერ პირველი გოიმი დღეს? მგონი, დონალდ ტრამპი აშკარად ლიდერობს მანდ..."
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას "ნომერ პირველ გოიმად" მოხსენიებას გამოეხმაურა მწერალი ირაკლი კაკაბაძე, რომელმაც „ფეისბუკის“ პირად გვერდზე დაწერა:

"სიტყვა "გოიმი" ნიშნავს არა-ებრაელს - არა-წინდაცვეთილს; როგორც პავლე მოციქულმა პეტრესთან საუბარში ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში გამოიყენა. მან თქვა რომ ქრისტე გოიმებისთვისაც მოვიდა და გადარჩენის გზა გოიმებისთვისაც არის. ანუ ჩვენ ყველასთვის. ეს არის თავისი დროის დიდი ებრაელი მოღავწეების: იესო ქრისტეს და პავლე ტარსუსელის საქველმოქმედო
დახმარება ჩვენთვის - ურჯულოებისთვის იმ დროს. ახლა ირაკლი კობახიძემ რაცხა ისევ მოინდომა რომ "გოიმები" ამოაგდოს სიიდან, რომელშიც ჩვენ ყველანი პავლე მოციქულმა ჩაგვსვა ქრისტეს მოძღვრებიდან გამომდინარე (პეტრე ცოტა სხვანაირად ფიქრობდა) - თვითონ თუ "გოიმი" არ არის და "ქოშერია" - ძალიან კარგი. მაგრამ, ჩვენთვის "გოიმებისთვისაც" - არის
გადარჩენის გზა. ასე თქვა პავლემ მოციქულმა - და ის მ მგონი უფრო დიდი ავტორიტეტია ჯერ ვიდრე ბატონი კობახიძე. და კიდო, გიგა ბოკერია, რატომ არის ნომერ პირველი გოიმი დღეს? მე მგონი დონალდ ტრამპი აშკარად ლიდერობს მანდ. და პუტინი, მაკრონი, მერკელი, ჩინეთის პრეზიდენტი - ისინიც უფრო მნიშვნელოვანი "გოიმები" არიან. ბატონ კობახიძეს აშკარად არ უჭრის ლინგვისტიკა და სემიოტიკა, სამწუხაროდ".


ირაკლი კაკაბაძეს
22 მაისი 2020 14:41
მაგ საკითხე ბ-ნო კაკაბაძე, კობახიძეს კი არა, არამედ ბოკერიას უნდა მიადგე საკითხავად, რატომ უწოდებს გოიმებს სხვებს!!!! არა მგონია მაგ ფრაზის წარმომთქმელ ბოკერიას, სიტყვა გოიმში თქვენეული ანუუ პავლესეული აზრი ჩაედოოო...
პ.ს. კაკაბაძევ - ბოკერიას ვერ გაუბედე რაიმეს თქმა და კობახიძეს მიახტი...აფერუმ, შენს გამბედაობას.!!!!
გრიშა
22 მაისი 2020 13:56
კი მოგცათ სასეირო გაწეწილიმა და ახლა აბა თქვენ იცით დასცხეთ სარკაზმი და ირონია მეტი რა აგზნება ასე .... მოკლედ ერთი შეწვი და მეორე შეცხეო ისეა ჩვენი საზოგადოებად წოდებულს საქმე ........
aiia
22 მაისი 2020 13:22
გიგა ბოკერია გოიმი ნამდვილად არ არის,განსაკუთრებით ჩვენ პარლამენტში, მაგრამ ნამდვილად არის ძალიან ვერაგი ადამიანი. ასეთი სულით ძალიან ძნელია ადამიანებმა აგიტანოს,ყველაფერში გარეულია,არ მინდა ახლა ჩამოთვლა და რას ფიქრობთ და აანალიზებთ,გოიმი რას ნიშნავს ჩვენ დროში არ იცით?.გიმეორებთ.გიგა ნამდვილად არ არის გოიმი, მაგრამ არის ვერაგი,ეს კი მრავალმხრივ შეიძლება გაიშიფროს და გავაანალიზოთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები