"გიგა ბოკერია, რატომ არის ნომერ პირველი გოიმი დღეს? მგონი, დონალდ ტრამპი აშკარად ლიდერობს მანდ..." - კვირის პალიტრა

"გიგა ბოკერია, რატომ არის ნომერ პირველი გოიმი დღეს? მგონი, დონალდ ტრამპი აშკარად ლიდერობს მანდ..."

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას "ნომერ პირველ გოიმად" მოხსენიებას გამოეხმაურა მწერალი ირაკლი კაკაბაძე, რომელმაც „ფეისბუკის“ პირად გვერდზე დაწერა:

"სიტყვა "გოიმი" ნიშნავს არა-ებრაელს - არა-წინდაცვეთილს; როგორც პავლე მოციქულმა პეტრესთან საუბარში ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში გამოიყენა. მან თქვა რომ ქრისტე გოიმებისთვისაც მოვიდა და გადარჩენის გზა გოიმებისთვისაც არის. ანუ ჩვენ ყველასთვის. ეს არის თავისი დროის დიდი ებრაელი მოღავწეების: იესო ქრისტეს და პავლე ტარსუსელის საქველმოქმედო დახმარება ჩვენთვის - ურჯულოებისთვის იმ დროს. ახლა ირაკლი კობახიძემ რაცხა ისევ მოინდომა რომ "გოიმები" ამოაგდოს სიიდან, რომელშიც ჩვენ ყველანი პავლე მოციქულმა ჩაგვსვა ქრისტეს მოძღვრებიდან გამომდინარე (პეტრე ცოტა სხვანაირად ფიქრობდა) - თვითონ თუ "გოიმი" არ არის და "ქოშერია" - ძალიან კარგი. მაგრამ, ჩვენთვის "გოიმებისთვისაც" - არის გადარჩენის გზა. ასე თქვა პავლემ მოციქულმა - და ის მ მგონი უფრო დიდი ავტორიტეტია ჯერ ვიდრე ბატონი კობახიძე. და კიდო, გიგა ბოკერია, რატომ არის ნომერ პირველი გოიმი დღეს? მე მგონი დონალდ ტრამპი აშკარად ლიდერობს მანდ. და პუტინი, მაკრონი, მერკელი, ჩინეთის პრეზიდენტი - ისინიც უფრო მნიშვნელოვანი "გოიმები" არიან. ბატონ კობახიძეს აშკარად არ უჭრის ლინგვისტიკა და სემიოტიკა, სამწუხაროდ".

იხილეთ ასევე: "გოიმთა და "სვეტთა" ბრძოლა 21-ე საუკუნის 20-ანი წლების ქართულ პოლიტიკაში..." - რას წერენ "ფეისბუკში"?