"სომხეთი დიდი მუშევანიაო, - ბატონმა პაატამ ბრძანა, როცა ასეთი რაღაცეები ხდება რეგიონში - სომხეთში, რუსეთში, ეს დიდი რისკია" - კვირის პალიტრა

"სომხეთი დიდი მუშევანიაო, - ბატონმა პაატამ ბრძანა, როცა ასეთი რაღაცეები ხდება რეგიონში - სომხეთში, რუსეთში, ეს დიდი რისკია"

"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს რომ შეზღუდვები არის აუცილებელი პირობა იმის, რომ ეკონომიკა ნელნელა ავამოქმედოთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეპიდემია, ფაქტობრვად, ახლა შედის პიკში. ის, რაც ხდება სომხეთში და რუსეთში, თან სულ ჩვენს სასაზღვრო ზოლთან ახლოს, ეს არის უდიდესი რისკი, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩავიკეტოთ და არაფერი არ გავაკეთოთ, ჩვენი ეკონომიკა ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ, ნელა ავამუშაოთ ტურიზმი, ფრთხილად, იმიტომ, რომ პოზიციები არ დავკარგოთ, მარტივია, კრიზისი ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ შესაძლებლობად, ამის ძირითადი გასაღები არის იმაში, რომ ამ კრიზის ჩვენ სხვებთან შედარებით უკეთესად გავუმკლავდით, და სხვებთან შედარებით უკეთესად გავუმკლავდით მხოლო და მხოლოდ იმიტომ, რომ დროულად გავუმკლავდით...

რა ხდება ახლა მუშევანში, როდესაც მოსახლეობასთან პირდაპირ მივდივართ და ვტესტავთ და დაახლოებით 30% ამოვარდა ინფიცირებულების, იგივე ხდება ჩვენს მეზობელ სომხეთშიც, დიდი მუშევანიაო, აგერ ბატონმა პაატამ ბრძანა გუშინ, ასეთი რაღაცეები როცა ხდება რეგიონში, და ჩვენ რაღაცნაირად ასე თუ ისე ნორმალურად ვოპერირებთ, აქ მე ვფიქრობ, რომ ნორამლურ ქვეყანაში ყველა იდგებოდა ერთად და უნდა ვაკეთებდეთ ერთ საქმეს, სამწუხაროა, მაგრამ ამასაც უნდა გავუძლოთ, ახლა მთავარია ეს ფორმატი აღდგეს ცოცხლად და ეს უნდა იყოს ფორმატი იმ პლატფორმის, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ არ მივცეთ არავის საშუალება პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ისეთი საკითხების გამოყენების, როგორიც არის ჯანდაცვა, ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლე ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ასევე: რა უპასუხა ფაშინიანმა კითხვას, - რამ განაპირობა, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები შვიდჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე სომხეთში?