ქეთევან ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრის პოსტს ტოვებს - კვირის პალიტრა

ქეთევან ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრის პოსტს ტოვებს

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი პოსტს ტოვებს და ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.

"ასევე გვეყოლება ახალი ელჩი ვენაში. ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი. ვფიქრობ, მისი გამოცდილება ამ მიმართულებით იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. მას მუდმივად ჰქონდა შეხება ამ საკითხებთან,"-განაცხადა ზალკალიანმა.

იხილეთ ასევე: საკადრო ცვლილებები საგარეო საქმეთა სამინისტროში - ვინ ტოვებს თანამდებობას და ვინ სად ინიშნება ელჩად?

"ინტერპრესნიუსი"