"ჩვენ ვნახეთ სასწაული სურათი - ავთანდილი, ტარიელი და ფრიდონი" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ვნახეთ სასწაული სურათი - ავთანდილი, ტარიელი და ფრიდონი"

ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის" დააფუძნა.

როგორც ანა დოლიძე აღნიშნავს, მოძრაობის მიზანია სუფთა ხელებით, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა.

"ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას და დღის წესრიგს "პოლარიზაციის მიღმა", "...ისტების" დრო უნდა დასრულდეს; ჩვენ ვირჩევთ სწრაფ სვლას მომავლისკენ და არა დაუსრულებელ ქექვას წარსულში; ჩვენ გთავაზობთ სახალხო სივრცეს, სადაც ერთად ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს მომავალზე - ეს ქვეყანა ჩვენია! ჩვენ მოვიგებთ ომს შიმშილთან, გვჯერა, რომ შესაძლებელია საქართველოს პოტენციალით ეკონომიკური ნახტომის გაკეთება; ჩვენ შევქმნით სამართლიან მართლმსაჯულების სისტემას; ჩვენ დავტოვებთ კორუფციას და ნეპოტიზმს წარსულში და შევქმნით კარგ მმართველობას, რომელიც წაიყვანს ქვეყანას წინ. ჩვენ შევქმნით ქართულ კულტურულ ფასეულობებზე დამყარებულ ევროინტეგრაციის ამოცანებთან და სწრაფ განვითარებასთან თანხვედრ ქვეყანას; შევქმნათ სამართლიან, თანასწორობაზე დაფუძნებულ ჯანსაღ გარემოს; ჩვენ უნდა შევქმნათ მუხტი და დავიბრუნოთ რწმენა სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის," - ასე მიმართა ანა დოლიძემ მანიფესტით ხალხს და მოუწოდა მათ გაერთიანებისკენ.

მოგვიანებით, გადაცემა "რეაქციაში" დასმულ კითხვაზე, შეუერთდება თუ არა დოლიძე გაერთინებული ოპოზიციის მაგიდა, რომელიც შალვა ნათელაშვილის ოფისში შეიკრიბა, მან ასე უპასუხა:

"ჩვენ ვნახეთ სასწაული სურათი - ავთანდილი, ტარიელი და ფრიდონი მეგონა მე იქ, 3 პოლიტიკური ლიდერი რომ იყო, რომელი რომელი იყო არ ვიცი, მაგრამ მათ ჰგონიათ რომ ეს იყო ავთანდილი, ტარიელი ფრიდონი. ჩემი ამოცანაა, რომ ვთქვა, აქეთაც გვყავს, ავთანდილი, ტარიელი და ფრიდონი, თავიანთი აზრით, ეს "ბრწყინვალე სამეული" რომელსაც ვერ მიჰყავს "ოცნების" პოლიტიკა თალაკვაძე, მდინარაძე, კობახიძე ორივე მხარეს, მაგრამ მაგიდამ დაიწყო სხვა თემებზე საუბარი, აქ მე მაქვს პრობლემა ამ მაგიდასთან მიმართებაში, არის ხალხი რომელსაც პატივს ვცემ და სიამოვნებით გავმართავ კონსულტაციებს სხვადასხვა თემაზე, აქ იგულისხმება ძირითადად ახალი ძალები, მაგალითად "ლელო". მაგრამ ამავე დროს, მაგიდასთან არის ხალხი, რომელთან ურთიერთობა სასამართლო თემებზე დავასრულე 15 წლის წინ", - განაცხადა ანა დოლიძემ.