"პრეზიდენტის მიერ ორი ჯენტლმენის შეწყალება გაბედული ნაბიჯია" - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტის მიერ ორი ჯენტლმენის შეწყალება გაბედული ნაბიჯია"

მივესალმებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ორი ჯენტლმენის შეწყალებას, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერთ ქნირშმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"მინდა გითხრათ, რომ დიპლომატები დიალოგის პროცესში შუამავლების როლს თამაშობენ, რომელთა მისიაც არის მხარეები ერთი მაგიდის ირგვლივ შეკრიბონ. მივესალმებით იმ შეთანხმებას, რომელიც იქნა მიღწეული. ცოტა ხნის წინ ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, რომ ასევე მივესალმებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ორი ჯენტლმენის შეწყალებას. ეს ძალიან გაბედული ნაბიჯია. ჩვენ ველით, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება, ეს პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის საკითხია", - განაცხადა ქნირშმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რატომ მოხდა შეთანხმების ორგვარად განმარტება, დიპლომატი პასუხობს: "თუ ადამიანები წაიკითხავენ შეთანხმებას, მარტივად გაიგებენ".

"გთხოვთ, გადახედეთ ტექსტს კიდევ ერთხელ და ყველა კითხვის პასუხი იქ არის", - აღნიშნა ქნირშმა.

"ინტერპრესნიუსი"