"გუშინაც მკითხეს, გუშინწინაც და იმისწინაც და ყოველდღე მიწევს ერთი და იგივეს გამეორება" - კვირის პალიტრა

"გუშინაც მკითხეს, გუშინწინაც და იმისწინაც და ყოველდღე მიწევს ერთი და იგივეს გამეორება"

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია და შესაბამისი სამსახურები სრულ მზადყოფნაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციას ელოდებიან. მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებამ საზოგადოება არ უნდა გაათამამოს.

"ველოდებით რეკომენდაციას. მე გუშინაც მკითხეს, გუშინწინაც და იმისწინაც და ყოველდღე მიწევს ერთი და იგივეს გამეორება. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, შესაბამისი სამსახურები არიან სრულ მზადყოფნაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ველოდებით დარგის სპეციალისტების მითითებებს. აქ საუბარია ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხობაზე, სიცოცხლეზე. არ უნდა გაგვათამამოს ამ შეზრუდვების მოხსნამ და იმან, რომ ნელ-ნელა ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს ვუბრუნდებით. შესაბამისად, როდესაც იქნება მითითებები გაცემული, რომ დაიწყოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშობა, როგორ უნდა დაიწყოს და როგორ უნდა იქნას ეს ყველაფერი გაკეთებული, მაშინვე იქნება ჩვენი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება", - განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"