სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი მინისტრის საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებაზე განმარტებას აკეთებს
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი მინისტრის საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებაზე განმარტებას აკეთებს
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი ალინა ნიკოგოსიანი, მინისტრ არსენ ტოროსიანის საქართველოს მიმართ განცხადებებს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით, მინისტრის სიტყვები მედიამ კონტექსტიდან ამოჭრა.

"ტოროსიანმა სომხეთის და საქართველოს სისტემებს შორის განსხვავებაზე ისაუბრა, რაც სრულიად კონტექსტიდან იყო ამოჭრილი ადგილობრივი და ქართული მედიის მიერ", -წერს ნიკოგოსიანი და ამის დასტურად მინისტრის ციტატა მოჰყავს.

"არ უარვყოფ, რომ საქართველოში უკეთესი შეზღუდვები იყო დაწესებული, უფრო ძლიერი და მკაცრი. პირველ რიგში, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, განსაკუთრებით ანტიეპიდემიური სისტემა განსხვავდება
ჩვენი სისტემისგან. ჩვენი ანტიეპიდემიური სისტემა უფრო ძლიერი და უფრო პროფესიულია. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეზობლებიც შეძლებენ გააძლიერონ საკუთარი სისტემები და ამგვარად, ჩვენც უფრო დაცულები ვიქნებით. იგივე ეხება ირანის ისლამურ რესპუბლიკას და რუსეთის ფედერაციას",- ციტირებს ტოროსიანის განცხადებას პრესსპიკერი.


"ინტერპრესნიუსი"

გიგა
25 მაისი 2020 01:28
ჩვენი მინისტრი, სულ ცოტა, დიპლომატიურ სკანდალში არ გაეხვეოდა მაინც,
იმისთვის, რომ თავისი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის უსუსურობა დაამტკიცო, მეზობელ ქვეყანას არ უნდაა ტავს. დაესხ
ელა
24 მაისი 2020 23:00
რაღა უჭირს ქვეყანას ამისთანა მინისტრისა და პრესპიკერის ხელში.თუ სომხებს საღი გონება შერჩათ, კინწისკვრით უნდა აყარონ ესენი სკამებიდან.
ანა
24 მაისი 2020 22:32
აღარ მიკვირს ამხელა დაინფიცირება და მსხვერპლი რატომ აქვთ.თვითკრიტიკისა და ანალიზის აბსოლუტური უუნარობა აჩვენეს .საკუთარ თვალში დირეს ვერ ამჩნევენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები