სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი მინისტრის საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებაზე განმარტებას აკეთებს - კვირის პალიტრა

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი მინისტრის საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებაზე განმარტებას აკეთებს

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი ალინა ნიკოგოსიანი, მინისტრ არსენ ტოროსიანის საქართველოს მიმართ განცხადებებს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით, მინისტრის სიტყვები მედიამ კონტექსტიდან ამოჭრა.

"ტოროსიანმა სომხეთის და საქართველოს სისტემებს შორის განსხვავებაზე ისაუბრა, რაც სრულიად კონტექსტიდან იყო ამოჭრილი ადგილობრივი და ქართული მედიის მიერ", -წერს ნიკოგოსიანი და ამის დასტურად მინისტრის ციტატა მოჰყავს.

"არ უარვყოფ, რომ საქართველოში უკეთესი შეზღუდვები იყო დაწესებული, უფრო ძლიერი და მკაცრი. პირველ რიგში, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, განსაკუთრებით ანტიეპიდემიური სისტემა განსხვავდება ჩვენი სისტემისგან. ჩვენი ანტიეპიდემიური სისტემა უფრო ძლიერი და უფრო პროფესიულია. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეზობლებიც შეძლებენ გააძლიერონ საკუთარი სისტემები და ამგვარად, ჩვენც უფრო დაცულები ვიქნებით. იგივე ეხება ირანის ისლამურ რესპუბლიკას და რუსეთის ფედერაციას",- ციტირებს ტოროსიანის განცხადებას პრესსპიკერი.

იხილეთ ასევე: "ჩვენი ეპიდემსაწინააღმდეგო სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოში" - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს ქართული სტატისტიკა აეჭვებს

"ინტერპრესნიუსი"