"პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა და ნავთობზე ფასების დაცემამ,შესაძლოა, რუსეთს აგრესიისკენ უბიძგოს" - რაზე ისაუბრა Financial Times -თან პრეზიდენტმა - კვირის პალიტრა

"პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა და ნავთობზე ფასების დაცემამ,შესაძლოა, რუსეთს აგრესიისკენ უბიძგოს" - რაზე ისაუბრა Financial Times -თან პრეზიდენტმა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Financial Times-თან კორონავირუსის პანდემიის გამო, რეგიონში შექმნილ ვითარებასა და რუსეთისგან სავარაუდო აგრესიაზე ისაუბრა.

ინტერვიუს მიხედვით, ზურაბიშვილის აზრით, რუსეთი ყველანაირად ცდილობს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება შეაჩეროს, ასევე დაასტაბილუროს ეკონომიკური კრიზისი, რაც ნავთობზე ფასების მკვეთრმა დაცემამ გამოიწვია. პრეზიდენტის თქმით, შექმნილი დაძაბული მდგომარეობის ფონზე კრემლმა შესაძლოა, მეზობელ ქვეყნებზე აგრესია განახორციელოს.

"პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა და ნავთობზე ფასების დაცემამ, ასევე ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა სიტუაციამ შესაძლოა, რუსეთს აგრესიისკენ უბიძგოს. როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მე იმედი მაქვს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი აგრესია არ განხორციელდება. იმედს გამოვთქვამ, რომ კრიზისი რუსეთის ლიდერებს პრობლემის სხვა გზით გადაჭრის საშუალებებს აჩვენებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა Financial Times-თან საუბრისას.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდა კორონავირუსის პანდემიას და ამ დროისთვის საქართველოში გარდაცვალების მხოლოდ 12 შემთხვევა ფიქსირდება.

"ინტერპრესნიუსი"