სომხური იაღლიში?! - კვირის პალიტრა

სომხური იაღლიში?!

"თუ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულზე უკეთესია, მაშინ დღეს საქართველოში ეპიდსიტუაცია კონტროლს რატომ ექვემდებარება, ან შემთხვევების რაოდენობა მათთან შედარებით 7-8-ჯერ ნაკლები რატომ გვაქვს და აქამდე როგორ ვაკავებთ ფართომასშტაბიან ეპიდემიას?"

"ინფორმაცია განსჯისთვის: როცა ჩვენ საქართველოდან სომხეთში შემოსულ მძღოლებს ვუტარებთ ტესტირებას, უმრავლეს შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებას ვადგენთ, ასე რომ, განა დასაჯერებელია, რომ საქართველოში დღეში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 1-2 შემთხვევა დასტურდება?! თუ ყველა ინფიცირებული არ ვლინდება და შემდეგ სტატისტიკაში არ აისახება?!" - ამბობს მედიასაშუალებებში სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი... (იხილეთ სრულად)

მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ სომხური მხარე წუხილს გამოთქვამს და ირწმუნება, რომ მათი ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამები, რომლებიც მედიით გაშუქდა, არასწორად იყო ინტერპრეტირებული.

"მათ ჯერ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე განათავსეს განცხადება... შემდეგ დამიკავშირდა ჩვენი საელჩო ერევანში და მაცნობეს, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით, ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა საელჩოში დარეკა და მინისტრის სახელით გამოთქვა წუხილი, რომ მისმა გამონათქვამმა, რომელიც, მათი განმარტებით, არასწორად იყო ინტერპრეტირებული, გაანაწყენა ქართველი კოლეგები და საელჩოს სთხოვა, რომ ეს პოზიცია გადმოეცა თბილისისთვის... მინდა დავიჯერო, რომ ეს იყო არასწორად ინტერპრეტირებული მედიაში და ის წუხილი, რაც გამოხატა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მართლაც გულწრფელია" - განაცხადა დავით ზალკალიანმა...

"კვირის პალიტრა" არსენ ტოროსიანის განცხადების შესაფასებლად ამირან გამყრელიძესა და თენგიზ ცერცვაძეს მანამდე დუკავშირდა, ვიდრე სომხური მხარე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ინტერპრეტირებად "მონათლავდა"...

"ძალიან ბევრი ვიცი სომხეთში მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ ამაზე საჯაროდ ხომ არ ვილაპარაკებ?!"

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი:

- ძალიან რბილად რომ გითხრათ, ეს არაკოლეგიალური განცხადებაა. სომხეთის ძალიან ბევრ მინისტრთან მქონია ურთიერთობა, ჩვენ მოძმე ერები, ახლო მეზობლები და მეგობრები ვართ და ასეთი განცხადება, ცოტა არ იყოს, მეუცხოვა. ბატონ არსენსაც ვიცნობ და რა ფაქტებზე ლაპარაკობს, ვერ გეტყვით. სომხეთში დღეს რომ არასახარბიელო ვითარებაა, ყველას კარგად მოეხსენება. მე არ ვიცი, ეპიდემია ემორჩილება თუ არა კონტროლს. შემიძლია დავეყრდნო მხოლოდ მათი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ რთული მდგომარეობა აქვთ. სომხეთიც და საქართველოც ჯანმოს საერთაშორისო წესების კონვენციის ხელმომწერნი ვართ და ჩვენი ვალდებულებაა, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღმოვუჩენთ კორონავირუსს, ინფორმაცია მივაწოდოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და შესაბამის ქვეყანას. თუ სომხეთს აქვს ფაქტები, რომ საქართველოდან შესული მძღოლები დაინფიცირებული არიან, უნდა გვაცნობოს ჩვენ და ჯანმოს. ჩვენ სწორედ ასე მოვიქეცით, როცა სომხეთის მოქალაქეს დავუდასტურეთ ინფექცია. ეს წესები ბატონმა არსენმა კარგად უნდა იცოდეს და საინტერესოა, თუ ჩვენს მოქალაქეებს სომხეთში მართლაც დაუდასტურდათ კორონავირუსი, რატომ არ გვაცნობეს ჩვენ და ჯანმოს?

- ბატონი არსენ ტოროსიანი PCR-ტესტებზეც ლაპარაკობს...

- დიახ. ყველა მონაცემი, რომელსაც ჩვენ ვაქვეყნებთ, სწორედ PCR-ტესტებით გამოვლინდა, რადგან ყველაზე დამაჯერებელი PCR-ტექნოლოგიებია. იანვრის ბოლოდან მოყოლებული, დიაგნოსტიკა საქართველოში სწორედ ამ ტექნოლოგიას ეყრდნობა. დღემდე ქვეყანაში 46 ათასამდე PCR-ტესტი ჩატარდა და ვფიქრობ, მინისტრი გადაუმოწმებელი ფაქტებით არ უნდა ლაპარაკობდეს. არ იქნება სწორი, ახლა მე გაზეთით, სახალხოდ რომ ვილაპარაკო იმაზე, რასაც ჩემი სომეხი კოლეგები იქაურ სიტუაციაზე მიყვებიან. ძალიან ბევრი ვიცი სომხეთში მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ ამაზე საჯაროდ ხომ არ ვილაპარაკებ?! არ ვიცი, შეიძლება ბატონ ტოროსიანს ასე არც უთქვამს... მაგრამ გარდა Arminfo-სი, მე ვნახე პუბლიკაციები რუსულ ენაზეც, სხვადასხვა გამოცემის მასალები და ყველგან ერთნაირი კონტექსტია... ვფიქრობ, ბატონ არსენს თავის კარგ მეზობლებზე ასე ლაპარაკი არ ეკადრება.

- სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი იმასაც ბრძანებს, ჩვენი ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულზე ძლიერიაო...

- ამას აფასებს შექმნილი მდგომარეობა. თუ უკეთესია, მაშინ დღეს საქართველოში ეპიდსიტუაცია კონტროლს რატომ ექვემდებარება, ან შემთხვევების რაოდენობა მათთან შედარებით 7-8-ჯერ ნაკლები რატომ გვაქვს და აქამდე როგორ ვაკავებთ ფართომასშტაბიან ეპიდემიას? კი ბატონო, კარგი სისტემა აქვთ სომხებს, საუკეთესო სისტემა აქვს ძალიან ბევრ ქვეყანას, მაგრამ ამ ქვეყნების უმრავლესობა უძლური აღმოჩნდა პანდემიის წინააღმდეგ, საქართველო კი ჯერჯერობით უმკლავდება სიტუაციას იმ კომპლექსური ღონისძიებების წყალობით, რაც ქვეყანაში გატარდა ბევრი უწყების მიერ. მე სისტემებს ვერ შევადარებ, ვერ ვიტყვი, რომელი უკეთესია და რომელი - უარესი, თუმცა ამ საკითხზე ბევრი რამ ვიცი...

- ცნობილი ფილმიდან ციტატა გამახსენდა - მინერალურ წყლებს შორის ბორჯომი მეორე ადგილზეაო, ხაჩიკიანი რომ ეუბნება ვალიკო მიზანდარს... - მიუხედავად ზოგიერთი ასეთი ჩანართისა, "მიმინოში" ჩვენი ძმობის კარგი მაგალითებია მოყვანილი...

- ბატონი ტოროსიანი იმასაც ეჭვობს, რომ ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ ჩვენთან სიტუაცია გართულდება. ამაზე ბევრი ჩვენი თანამოქალაქეც ლაპარაკობს... - რა თქმა უნდა, რისკი არის, ამას ვერ დავმალავთ, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, ეს რისკი შეძლებისდაგვარად შევამციროთ, ისე, რომ არც ხალხი დავაზარალოთ და არც - ქვეყნის ეკონომიკა.

"ტოროსიანმა ან თავისი არაკორექტული შეფასება უნდა დაასაბუთოს, ან ბოდიში მოიხადოს"

თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი: - არ გვგონია, ბატონ ტოროსიანს ჩვენგან ესწავლებოდეს, რომ მაღალი თანამდებობის პირმა ასეთი განცხადებები არგუმენტების გარეშე არ უნდა აკეთოს. ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების (მათ შორის - Arminfo-ს) ოფიციალური მონაცემებით, 22 მაისის მდგომარეობით საქართველოში COVID-19-ის 723 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან გარდაიცვალა 12, სომხეთში კი COVID-19-ის 5928 დადასტურებული შემთხვევაა და გარდაიცვალა 74. ამ ფონზე, სულ ცოტა, ღიმილის მომგვრელია (თუ სასაცილო არა) ტოროსიანის განცხადება, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია.

რაც შეეხება საქართველოს სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით ბატონი მინისტრის დაეჭვებას, საქართველოში COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს ვავლენთ და რეგისტრაციას ვუტარებთ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, გამჭვირვალედ და მათი სანდოობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია არცერთ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ ექსპერტს. ბატონმა მინისტრმა ან თავისი არაკორექტული შეფასება უნდა დაასაბუთოს, ან ბოდიში მოიხადოს.

საქართველოში ფუნქციონირებს რეგიონში ერთადერთი უნიკალური და უმაღლესი დონის ლუგარის ცენტრი, სადაც ყველა ლაბორატორიული კვლევა ტარდება უმაღლეს დონეზე, ყველაზე მაღალი ხარისხის ტესტ-სისტემების გამოყენებით, რაც ცდომილებებს გამორიცხავს. არ გვგონია, სომხეთს უკეთესი ლაბორატორია, მეთოდოლოგია და ტესტ-სისტემები ჰქონდეს.

ჩვენი ნაციონალური პროტოკოლებისა და ალგორითმების თანახმად, PCR-კვლევას ექვემდებარება ყველა პირი, ვინც შეესაბამება COVID-19-ის შესაძლო შემთხვევას, მათ შორის ისიც, ვისაც აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის თუნდაც მსუბუქი სიმპტომები ცხელებით ან ცხელების გარეშე; ასევე მაღალი რისკის ზონების მცხოვრებნი, ისინი, ვისაც ახლო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულებთან, ან მიეკუთვნებიან დადასტურებული შემთხვევების კლასტერებს; ყველა ჰოსპიტალიზებული და ამბულატორიული პაციენტი ცხელებით და ნებისმიერი ეტიოლოგიის პნევმონიით.

ქვეყანაში მოქმედებს COVID-19-ით შესაძლო დაავადებულთა მართვის ეფექტიანი სისტემა, რომელიც ხელს უწყობს უკლებლივ ყველა პაციენტის დროულ და ზუსტ დიაგნოსტიკას და ყველა კოვიდდაავადებულის ადეკვატურ მართვას. ამავე სისტემის წყალობით ვახერხებთ მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების მკურნალობას უმაღლესი სტანდარტებით, მათ შორის - ინოვაციური მეთოდებით, რაზეც მეტყველებს COVID-19-ით გარდაცვლილთა მცირე რაოდენობა.

საქართველო სისტემატურად იღებს გაეროს, ჯანმოს, სხვა ოფიციალური საერთაშორისო ინსტიტუციებისა და ცალკეული ავტორიტეტული პირების მაღალ შეფასებას COVID-19-ის მართვაში მიღწეული წარმატებებისთვის.

ვეპატიჟებით ბ-ნ არსენს და ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოში, რათა გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის გამოცდილება.

იხილეთ ასევე: არშავირ გარამიანი: "არსენ ტოროსიანი, საქართველზე გაკეთებული განცხადებებით, სომხეთის უშიშროებას საფრთხეს უქმნის""თუ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულზე უკეთესია, მაშინ დღეს საქართველოში ეპიდსიტუაცია კონტროლს რატომ ექვემდებარება, ან შემთხვევების რაოდენობა მათთან შედარებით 7-8-ჯერ ნაკლები რატომ გვაქვს და აქამდე როგორ ვაკავებთ ფართომასშტაბიან ეპიდემიას?"

იხილეთ ასევე: არშავირ გარამიანი: "არსენ ტოროსიანი, საქართველზე გაკეთებული განცხადებებით, სომხეთის უშიშროებას საფრთხეს უქმნის"