გიორგი ვაშაძე: "ხალხმა განსაჯოს, ვინ "სვეტია" და ვინ გოიმი"
25-05-2020
გიორგი ვაშაძე: "ხალხმა განსაჯოს, ვინ "სვეტია" და ვინ გოიმი"
"ოპოზიციური ერთობის ფორმატმა თავისი ფუნქცია შეასრულა, ახლა უნდა ჩავაბეტონოთ"

"ხელისუფლება არჩევნის წინაშე გვაყენებს, ან ჯანმრთელობა და შიმშილი, ან ეკონომიკის განვითარება და სიცოცხლისთვის საფრთხე", - ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ გახარიას, რომელმაც განაცხადა, რომ ოპოზიციამ ახალი ფრონტის ხაზი გახსნა და თავისი პოლიტიკური მასკარადით მოქალაქეთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. თუმცა ხელს ვერავინ შეუშლის საჭირო შეზღუდვების გაგრძელებას. რა საფრთხეს ხედავს ოპოზიცია ხელისუფლების ინიციატივაში, საჭიროების შემთხვევაში დააწესოს შეზღუდვები საპარლამენტო კონტროლის გარეშე, ამ და
სხვა საინტერესო საკითხებზე გიორგი ვაშაძე გვესაუბრება.

- ხელისუფლება უკვე დიდი ხანია კარგად სარგებლობს ეპიდემიური ვითარებით, ამჯერად კი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვაც მოინდომა. მესმის, კორონავირუსთან დაკავშირებული­ საფრთხე ჯერ
არ არის ჩავლილი, მაგრამ გაუგებარია, რატომ უნდა დააწესოს ხელი­სუფლებამ შეზღუდვები საპარლამენტო­ კონტროლის გარეშე. იმიტომ ხომ არა, რომ საჯაროდ არ უნდა გამოიტანონ შეზღუდვების დაწესების მართებულობა ამა თუ იმ მოცემულობაში?

მათ უნდათ ავტორიტარულ-დიქტატორული ძალაუფლება, როცა მოუნდებათ შეგვზღუდონ, როცა მოუნდებათ, გაგვიშვან.

- თუმცა ამ კანონის მოქმედება მხო­ლოდ­ 15 ივლისამდე განისაზღვრა.
- ამ კანონის ვადით განსაზღვრა არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგებიან. კონსტიტუცია შინაარსს ეწინააღმდეგება და არა ვადას. აი, ასეთი გადაწყვეტილებების მიმღები ხალხი ჩვენ გვიწოდებს­ გოიმებს. ხალხმა განსაჯოს, ვინ მტყუანია და ვინ მართალი, ვინ "სვეტია" და ვინ გოიმი. ამ ხალხმა თავისი გამარჯვება, ანუ ის, რომ პოლიტპატიმრები გაათავისუფლა, მარცხად ჩათვალა და თავზე ნაცრის წაყრა დაიწყო. დასავლეთი, ამერიკა ასოცირებული წევრისა და სტრატეგიული პარტნიორის სტატუსს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. შესაბამისად, ყველაფერს გააკეთებენ, რათა ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიული განვითარების გზიდან არ გადაუხვიოს.

- უგულავასა და ოქრუაშვილის დაპატ­იმრება დემოკრატიის გზიდან გადახვევა იყო?
- ამაზე შეგვიძლია ვიდავოთ, ამჯერად პირობის შესრულებაზე ვლაპარაკობ. დემოკრატიულ სამყაროში ტყუილები და დანაპირების გადათქმა წარმოუდგენელია.
"ოცნებამ" თავხედურად გადაწყვიტა 8 მარტის შეთანხმების გადათქმა, მაგრამ არ გამოუვიდა. სამწუხაროდ, მათი სტანდარტი რუსულს ძალიან ჰგავს. ალბათ, გახსოვთ გამოთქმა, რუსეთთან ხელმოწერილი შეთანხმების ფასი არის ის ფურცელი, რომელზეც ხელშეკრულება დაიწერა, და მელანი, რომლითაც ხელი მოაწერეს.

- როდესაც დაპირების შესრულებაზეა­ ლაპარაკი, რას ეუბნებით ამომრჩეველს, რომელმაც პროდასავლური ღირებულებების გამო დაგიჭირათ მხარი, თუმცა თქვენს ოპოზიციურ ერთობაში პრორუსულ ძალებია?
- ჩვენმა ფორმატმა­ თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა, ახლა უნდა ჩავაბეტონოთ. კოორდინაცია უნდა შევინარჩუნოთ არჩევნების გაყალბების თავიდან­ ასარიდებლად. სიმართლე გითხრათ, წამყ­ვანი პოლიტიკური ძალები მაჟორიტარულ ოლქებში თანამშრომლობაზე ვფიქრობთ. მე მომავალს ვხედავ კოალიციურ მმართველობაში, სადაც ყველა პროდასავლური ძალა მიიღებს მონაწილეობას.

- მაჟორიტარულ ოლქებში პრორუსულ ძალებთან თანამშრომლობას აპირებთ?
- მე ვიზიარებ თაკო ჩარკვიანის პოზიციას, რომ პრორუსულ ძალებთან ერთად მაჟორიტარულ ოლქში არ უნდა ვიყოთ.

- ე.ი. ვერსია, ოპოზიციურ ერთობაში უთანხმოების შესახებ სიმართლეა?
- არა, რატომ? ის, რომ მაჟორიტარულ ოლქებში პრორუსულ ძალებთან არ ვითან­ამშრომლებთ, არმაგედონს არ მოასწავებს. ჩვენ "ოცნების" თაღლითური სქემის, შეფა­რული რუსული ძალის წინააღმდეგ გავერთიანდით, თორემ სახელმწიფოს მართვის სტრატეგიაზე არ შევთანხმებულვართ.

- როგორც თქვენ უწოდ­ებთ, "შეფარული რუსული ძალის" წინააღმდეგ აშკარად პრორუსული ძალა როგორ გეხმარებოდათ?
- აშკარად პრორუსული ძალა გაცილებით ნაკლებად სახიფათოა, ვიდრე მეხუთე კოლონის ტიპის პოლიტიკური ორგანიზმი, რომელიც ხალხს ატყუებს, რომ ვითომ პროდასა­ვ­ლ­ურია. პროდასავლური­ა კაკულიას გამონათქვამი, ასეთი კრიტიკული დასავლეთი არ გვჭირდებაო?­

- არჩევნების მოსაგებად ქვეყანაში მხარდა­ჭერის საკმარისი რესურსი გაქვთ თუ ამჯერადაც გარე ძალების იმედი გაქვთ?
- ჩვენ დასავლეთის მხარდაჭერა უპირველესად ქართველი ხალხის განწყობიდან გამომდინარე მოვიპოვეთ, შემდეგ კი ჩვენი ნაბიჯებით. ნოემბერ-დეკემბერში სხვა პოლიტიკური მოცემულობა იყო. გახსოვთ, "ოცნება" რომ ამბობდა, ოპოზიცია 15 კაცის მეტს ვერ შეკრებსო? როდესაც 15 კაცზე ბევრად მეტი გამოვიყვანეთ, პროვოკაციის მოწყობა მოინდომეს, თქვეს, ვითომ გადატრიალების მოწყობა გვინდოდა.­ ჩვენ უპირველესად ქართველ ხალხს, შემდეგ­ კი მსოფლიო საზოგადოებრიობას დავუმტკიცეთ, რომ გადატრიალება კი არა, დემოკრატია გვინდა. ევროპარლამენტარების, ამერიკელი­ კონგრესმენებისა თუ სენატორების განცხადებები ციდან არ ჩამოვარდნილა.­ ეს არის დიდი გეგმაზომიერი­ მუშაობის შედეგი. დღისით რუსთაველზე რომ ვიდექით, ღამით მეილებით ინფორმაციას ვგზ­ავნიდით ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. თავიდან სკეპტიკურად გვიყურებდნენ, მაგრამ ჩვენმა დაუღალავმა მუშაობამ ბოლომდე გააშიშვლა "ოცნება" - დასავლეთმა დაინახა, რომ ის ემტერება დემოკრატიას.

- თქვენი კანდიდატურა პრემიერის პოსტზე­ რა ფორმატში განიხილეთ?
- მინდა თაკო ჩარკვიანს მადლობა ვუთხრა არა მარტო­ პრემიერის პოსტზე დასახელების, არამედ­ შეფასებების გამო. გაერთიანებულ ოპოზი­ციას­ "ძალა ერთობაშია" უნდა ჰყავდეს როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ასევე სხვა მიმართულებებისაც.
როდესაც ხალხი ხმას აძლ­ევს ცვლილებებს, უნდა იცოდეს, კონკრეტუ­ლად ვინ არის პასუხისმგებელი. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, თუ გუნდი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, ჩემს აზრს შემდეგ მოგახსენებთ... სიმართლე გითხრათ, საპარლამენტო მანდატი არ მაინტერესებს. ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატით პარლამენტში ჯდომა არ მინდა. ოთხ წელს ვიჯექი და კისრისტეხით გამოვიქეცი. ჩემი მიზანი აღმშენებლობაა. უამრავი იდეა და პროექტი მაქვს... ჩემთვის კომფორტულია შენება, რეფორმები... აი, ამ როლის თამაში მინდა.

ხათუნა ბახტურიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?