ალინა ნიკოღოსიანი: "ვწუხვართ, რომ მინისტრის სიტყვებმა გაუგებრობა და პოლიტიკური მანიპულაციები გამოიწვია"
24-05-2020
ალინა ნიკოღოსიანი: "ვწუხვართ, რომ მინისტრის სიტყვებმა გაუგებრობა და პოლიტიკური მანიპულაციები გამოიწვია"
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანის საქართველოზე გაკეთებული განცახდებების თაობაზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ალინა ნიკოღოსიანმა, რომელმაც მანამდე სტატუსი "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც გამოცემა "armenpress" -ი წერს, ალინა ნიკოღოსიანმა განაცხადა:

"ჩვენ ვაფასებთ თანამშრომლობას ჩვენს ქართველ კოლეგებთან ამ გამოწვევასთან დაპირისპირებაში, რომლისთვის საზღვრები არ არსებობს. ჩვენს ურთიერთობებში ჭარბობს თანამშრომლობის სულისკვეთება და არ არის აუცილებელი ეს უკანასკნელი კონკურენციის ელემენტებით ხელოვნურად შევფუთოთ. სწორედ ამ ლოგიკით ვაგებთ და განვავითარებთ ჩვენს დარგობრივ
თანამშრომლობას.

ჩვენ ვწუხვართ, რომ მინისტრის სიტყვებმა გაუგებრობა და პოლიტიკური მანიპულაციები გამოიწვია. ყველა ქვეყანას აქვს ეროვნულ დონეზე დანერგილი დაავადების საწინააღმდეგო სისტემა და ეროვნული ტაქტიკა, რომლის ზეამოცანა, მხედველობაში ვიღებთ რა ყოველი სიტუაციის სპეციფიკას, მდგომარეობს იმაში, რაც უფრო ეფექტურად გადაწყდება ყველა არსებული პრობლემა. ჩვენ ვუსურვებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს
სამომავლო წარმატებებს ეპიდემიასთან ბრძოლაში", - განაცხადა ალინა ნიკოღოსიანმა. წყარო


მოამზადა სიმონ კილაძემ
მუხრან
25 მაისი 2020 00:03
რა უნდა ვᲗქვა. ილიამ Ყველაფერი Თქვა Თავის წიგნᲨი ქვაᲗა ᲦაᲦადი. ესე იᲧო ესე არის და სულ ესე იᲥნება. Ჩვენ მეტი ᲨეგვიᲫლია და ამას არ ვიყენებᲗ. Ძალიან სამწუხაროა.........

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?