ალინა ნიკოღოსიანი: "ვწუხვართ, რომ მინისტრის სიტყვებმა გაუგებრობა და პოლიტიკური მანიპულაციები გამოიწვია" - კვირის პალიტრა

ალინა ნიკოღოსიანი: "ვწუხვართ, რომ მინისტრის სიტყვებმა გაუგებრობა და პოლიტიკური მანიპულაციები გამოიწვია"

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანის საქართველოზე გაკეთებული განცახდებების თაობაზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ალინა ნიკოღოსიანმა, რომელმაც მანამდე სტატუსი "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც გამოცემა "armenpress" -ი წერს, ალინა ნიკოღოსიანმა განაცხადა:

"ჩვენ ვაფასებთ თანამშრომლობას ჩვენს ქართველ კოლეგებთან ამ გამოწვევასთან დაპირისპირებაში, რომლისთვის საზღვრები არ არსებობს. ჩვენს ურთიერთობებში ჭარბობს თანამშრომლობის სულისკვეთება და არ არის აუცილებელი ეს უკანასკნელი კონკურენციის ელემენტებით ხელოვნურად შევფუთოთ. სწორედ ამ ლოგიკით ვაგებთ და განვავითარებთ ჩვენს დარგობრივ თანამშრომლობას.

ჩვენ ვწუხვართ, რომ მინისტრის სიტყვებმა გაუგებრობა და პოლიტიკური მანიპულაციები გამოიწვია. ყველა ქვეყანას აქვს ეროვნულ დონეზე დანერგილი დაავადების საწინააღმდეგო სისტემა და ეროვნული ტაქტიკა, რომლის ზეამოცანა, მხედველობაში ვიღებთ რა ყოველი სიტუაციის სპეციფიკას, მდგომარეობს იმაში, რაც უფრო ეფექტურად გადაწყდება ყველა არსებული პრობლემა. ჩვენ ვუსურვებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს სამომავლო წარმატებებს ეპიდემიასთან ბრძოლაში", - განაცხადა ალინა ნიკოღოსიანმა. წყარო

იხილეთ ასევე: არშავირ გარამიანი: "არსენ ტოროსიანი, საქართველზე გაკეთებული განცხადებებით, სომხეთის უშიშროებას საფრთხეს უქმნის"

მოამზადა სიმონ კილაძემ